in

Marmól – მარადისობის ნაწილები თქვენს ინტერიერში!

მარმარილო ანტიკური ხანიდან დიდებულებასა და ელეგანტურობასთან ასოცირდება. ეს ბუნებრივი ქვა ხშირად ხდებოდა ხელოვანების ინსპირაციის წყარო და მისგან არაერთი შედევრი იქმნებოდა. დეკორაციული და ადვილად დრეკადი თვისებების გამო მას ყოველთვის მაღალი ღირებულება ჰქონდა და არაერთი ისტორიული შენობა თუ ქანდაკება სწორედ იმით იწონებს თავს, რომ მის ამგებს მასალად მარმარილო აქვს გამოყენებული. 

ალბათ უარს არცერთი ჩვენგანი არ იტყოდა, თუ სახლში ამ ძვირფასი ქვით დამზადებული ნაკეთობები გვექნებოდა. მარმარილოს სუვენირები და სახლის დეკორაციები ნებისმიერ შიდა სივრცეს ბუნების მაგიურობას შესძენს და სულ უბრალო ინტერიერსაც კი დახვეწილად გადააქცევს. 

ნუცა სვანიძე ყოველთვის იყო მარმარილოს ქვის დიდი მოყვარული. როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში უწევდა მოგზაურობა, ყოველთვის ჩამოჰქონდა მარმარილოს ერთი სუვენირი მაინც, რადგან ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ნაკეთობების ნაკლებობას განიცდიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვით დამზადებული სუვენირები საკმაოდ მძიმე იყო, ხშირად გულდაწყვეტილი რჩებოდა, რომ სასურველი ნივთი ვერ მოჰქონდა. ბოლოს კი, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, უფრო ახლოს გაიცნო მარმარილოს თვისებები და საკუთარი ბრენდის შექმნის იდეაც მალევე მოვიდა.

Marmól სულ რაღაც 2 თვეა, რაც დაფუძნდა და აქ მარმარილოს ნაკეთობების ფართო არჩევანს იხილავთ. სხვადასხვა ფერის, ფორმისა და დიზაინის ნივთები ბრენდის ონლაინ არხებზეა განთავსებული და მათი შეძენა ამ ეტაპზე დისტანციურად, კომპანიის facebook-სა და instagram-ზეა შესაძლებელი. რამდენიმე მოდელი კი Motif Design Element-შიცაა წარმოდგენილი. 

თუ როგორ მზადდება მარმარილოსგან დეკორატიული ნივთები და რითაა ეს ქვა ასეთი უნიკალური, ამაზე თავად შემქმნელი, ნუცა სვანიძე გვესაუბრება:

M: ნუცა, გვესაუბრეთ ნაკეთობების შექმნის პროცესზე, როგორ მზადდება ნივთები მარმარილოსგან და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული?

Marmól-ის დამზადების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ეს არის, პირველ რიგში,  დიზაინი და ფორმები,  შაბლონის შექმნა  და შემდეგ მასალის შერჩევა ფერებისა და თემატურობის მიხედვით, რის შემდეგაც უკვე ნიმუში მზადდება. როდესაც ეს ყველა ეტაპი წარმატებით შესრულდება,  შემდეგ მზადდება პირველი ნივთი.

მარმარილოზე მუშაობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხარვეზების გამოსწორება, სუფთად დამუშავება და საბოლოო შედეგის მიღება საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

M: რამდენად მაღალია ქართულ ბაზარზე მოთხოვნა მარმარილოს ნაკეთობაზე? 

იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ბაზარზე არ არის დიდი არჩევანი მსგავსი ტიპის აქსესუარებისა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც მე ძალიან მახარებს და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვანი და ფუნქციურად საჭირო ნივთი  შევთავაზო მსურველებს.

M: დავახასიათოთ მარმარილო, როგორც ქვა – რა განსაკუთრებული თვისებები აქვს მას და სჭირდება თუ არა სპეციალური მოვლა? 

მარმარილო მართლაც საოცარი ქვაა. უპირველესად იმიტომ,  რომ ის ბუნებრივია, თითოეული ფილა  უნიკალურია და არასდროს მეორდება მისი ბუნებრივი ჩანართები. ცოცხალი ორგანიზმივით არის, ნივთის დამზადებისა და დამუშავების შემდეგაც მასში პროცესები არ ჩერდება და შესაძლებელია  ჩანართებმა ადგილი შეიცვალონ. აქედან გამომდინარე, მოვლისას  უნდა გავითვალისწინოთ რიგი ნიუანსები. მაგალითად, ქიმიური საშუალებებით მისი წმენდა  არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა დალაქავდეს და ა.შ.

მოვლის დეტალური ინსტრუქცია ,,Marmól”-ის პროდუქტებს შეფუთვაში აქვს დართული.

M: რა არის ის მთავარი გზავნილი, რაც Marmól-ს სურს, რომ მიიტანოს ფართო საზოგადოებამდე?

 Marmól არ გახლავთ მხოლოდ ლამაზი ნივთი, ესთეტიკური დატვირთვის, ეს არის განსაკუთრებული ენერგეტიკის, პოზიტიური აურის შემომტანი ჩვენს გარემოში. თუკი გადავავლებთ თვალს და გავიხსენებთ მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშებს, სწორედ ამ უნიკალური ქვისგან დამზადებულებს, აუცილებლად გაგვიჩნდება განცდა, რომ მარმარილო მარადიულობის, იდუმალებისა და ღრმა შინაარსის დამტევი ქვაა. შესაბამისად, Marmól, ეს არის ნივთი, რომელიც თაობიდან თაობას შეიძლება გადაეცეს და შემოინახოს ისტორია.  ასევე  Marmól-ს მრავალი ფუნქციის ქონის  შესაძლებლობა აქვს, როგორც დეკორატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. 

როგორც ყველა ბრენდს, თავისი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, Marmól-საც აქვს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ახალ იდეებზე მუშაობა, უფრო მეტი ლამაზი ნივთის შექმნა და კოლექციის გამრავალფეროვნებაა. სამომავლოდ კი ნუცა საკუთარი ნამუშევრების შოურუმის გახსნასა და საერთაშორისო არენაზე გატანასაც აპირებს.

[email protected]

T: +995599927779

Marmol_marble | Marmol

[R]

საინტერესო პოდკასტი — მიღწევები მედიცინაში: აქონდროპლაზია უკვე განკურნებადია

მიდეას Lunar სერიის სარეცხის მანქანები – როცა კომუნიკაცია მარტივია