ეს ფერადი ბუშტები ბედნიერი ამბებია, მათ უკან დამალული, წითელ ფუშფუშა კაბაში შემოსილი ქალი კი – მაროა. ნახატი ლომერო ახვლედიანმა “მეღვინეობა ართანას” სასმელ “მაროსთვის” შექმნა და ის კომპანიის თანადამფუძნებელს, მარიამ ფალავანდიშვილს მიუძღვნა. სწორედ ეს ნამუშევარი დაიტანეს რქაწითელის ღვინოსგან გამოხდილი ღVINO-ს – “მაროს” – ეტიკეტზე. სპეციალურად “მაროსთვის” შეიქმნა ტიპოგრაფიაც, რომელზეც ABK-ს გრაფიკოსმა დიზაინერმა ირაკლი დოლიძემ იმუშავა. ფონტის ქართული და ინგლისური ვერსიები, ამჟამად, გაციფრულების ეტაპზეა. ნახეთ და შეაფასეთ.
“მარო” – გამოხდილი ღVINO-სთვის ეტიკეტი ლომერო ახვლედიანის ნახატის მიხედვით შეიქმნა
