15
მაი
2018

ისტორია პირდაპირ ეთერში! მარო მაყაშვილის Facebook LIVE 1918 წლიდან!

15 მაი 2018

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გასული საუკუნის ქართველი გმირების ფეისბუკ გვერდები გამოჩნდა. „გაცოცხლებული ისტორიის“ პერსონაჟები პირველ პირში გვაცნობენ იმ ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს, რომლის თანამონაწილეებიც თავად იყვნენ. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობიდან 100 წელი სრულდება, სწორედ ამ ისტორიულ თარიღს ეძღვნება კამპანია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისა და კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ კოლაბორაციით ხორციელდება. ციფრული კამპანიის ავტორებმა, რამდენიმე დღის წინ, დააანონსეს ისტორიული მოვლენების პირდაპირი ჩართვები (LIVE), რომელიც დღეს უკვე სახეზეა და ამჯერად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის ამაღელვებელ და ისტორიულ დღეს, მარო მაყაშვილის თვალით გადმოგვცემს. ვიდეორგოლის დამზადება „ლივინგსტონთან“ ერთად, ფროდაქშენ კომპანია Film Asylum-მა უზრუნველყო.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

ოჰ, დიდებული დღე გაგვითენდა ძალიან და ძალიან! სიტყვები არა მყოფნის, რომ გამოვთქვა, ხანაც მყოფნის, მაგრამ თავს ვერ ვუყრი… დღეს ჩვენი სამშობლო პირველი ქართული უნივერსიტეტის, პირველი ქართული ცოდნის ტაძრის გახსნას ზეიმობს!“ – მარო მაყაშვილი.

განხილვა