in

მარო მაყაშვილის სიმბოლური კუპიურის დიზაინზე ანნა გუგუტიშვილმა იმუშავა

რამდენიმე თვის წინ გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA Georgia) და Avon-ის ინიციატივით შემუშავებული პროექტი გამოცხადდა, რომლის იდეაც ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის გამოსახულებით სიმბოლური კუპიურის შექმნა იყო. ეს კი მთლიანობაში გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

უშუალოდ პროექტზე გრაფიკულმა დიზაინერმა, ანნა გუგუტიშვილმა, იმუშავა. „თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით და ვიზუალური გადაწყვეტის სირთულით.  მსგავსი ტექნიკით მქონია რამდენიმე ნამუშევარი შესრულებული, თუმცა აქ უფრო სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე მელოდა. დიზაინი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მიახლოებული არსებულ კუპიურებთან და ამასთანავე, მათთან თანხვედრაში უნდა შეგვექმნა უნიკალური კომპოზიცია მარო მაყაშვილის პორტრეტით. კუპიურის ორივე მხარეს დატანილია მაროს ცხოვრებასთან და კუპიურის იდეასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოსახულებები.

დიზაინზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ჩემთვის, რადგან, როდესაც მოგწონს იდეა და ჩანაფიქრი რაზეც მუშაობ, გამორიცხულია საბოლოო შედეგმა არ გაამართლოს“.

რა არის A/B Testing და როგორ შეუძლიათ მარკეტერებს მისი ეფექტურად გამოყენება?

AI 24 უნიკალურ დიზაინს რამდენიმე წამში ქმნის