in

სასტუმრო თბილისი მარიოტსა და რუსთაველის ეროვნულ თეატრს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 ნოემბერს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე სასტუმროთბილისი მარიოტსა და საქართველოს მხატვრული ბრწყინვალებისა და კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლორუსთაველის ეროვნულ თეატრს შორის გაფორმდა ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს, მარიოტის შეხვედრების დარბაზში, ხელი მოაწერეს სასტუმროებისთბილისი მარიოტის, ქორთიარდისა და მოქსის გენერალურმა დირექტორმაალექსანდრე კვარაცხელიამ და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელმაგიორგი თევზაძემ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელოვნებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ადგილობრივ თუ უცხო ქვეყნის სტუმრებს დაუვიწყარი კულტუტრული გამოცდილება აჩუქოს და თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს. ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში მარიოტის, ქორთიარდისა და მოქსის, ასევე რუსთაველის ეროვნული თეატრის სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობას.

მარიოტის მოკლე ისტორია:

სასტუმროს მშენებლობა 1911 წელს დაიწყო და 1915-ში დასრულდა. სწორედ ეს გახლდათ დიდებული Majestic-. თუმცა, ვიდრე სასტუმროს ფუნქციას შეასრულებდა, მანამდეომის პერიოდშიმისი მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ, ამავე შენობაში სამხედრო ჰოსპიტალი და სავაჭრო ცენტრიც კი განეთავსებინათ. და როდესაც რთულმა წლებმა გაიარა, 1939 წელს, შენობა გაარემონტეს და მას პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნეს. სასტუმრო Majestic- 125 ნომერი ჰქონდა, აქვე იყო განთავსებული საბჭოთა კავშირში ყველაზე საუკეთესო რესტორანი, რომელიც 100 სტუმარს იტევდა და კაფე, რომელიც 70 ადამიანზე იყო გათვლილი. Majestic- აღიარებული იყო ყველაზე დიდ და კომფორტულ სასტუმროდ, რომელიც საბჭოთა კავშირის საუკეთესო სასტუმროების ათეულში შედიოდა.

სამოქალაქო ომის პერიოდში – 1991-1992 წლებშიშენობა ძალიან დაზიანდა. მისი რეკონსტრუქცია 1995 წლიდან 2002 წლამდე მიმდინარეობდა. პროცესს არქიტექტორები . მეტრეველი და . ქურთიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 2002 წლის 26 სექტემბერს, GMT ჯგუფმა ამ ისტორიულ შენობაში სასტუმროთბილისი მარიოტიგახსნა. მნიშვნელოვანია, რომჯიემთი ჯგუფსკერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტოოპიკთან“ ერთადმ საქართველოში განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: სასტუმროთბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“, „ა“ კლასის საოფისე ფართიჯიემთი პლაზა“, რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანიასანტე ჯიემთი პროდუქტები“ და მთაწმინდის ყოფილი რესტორანფუნიკულიორის“ აღდგენარეკონსტრუქცია.

თავისი 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში, დედაქალაქის შუაგულში განთავსებული სასტუმრო ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური და ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა და მხილველი იმის, თუ რა პროცესებმა ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყანა ისეთად, როგორადაც გვევლინება დღეს.

რუსთაველის  ეროვნული თეატრის მოკლე ისტორია

რუსთაველის ეროვნული თეატრი დაარსდა 1879 წელს. მისი სახელი განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ის დაკავშირებულია ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და თეატრალურობის ზეიმთან. თეატრი ცნობილია თავისი შესანიშნავი მსახიობებითა და ლეგენდარული რეჟისორებით, რომლებიც ისევე როგორც ადრე, დღესაც ქმნიან თანამედროვე, პრობლემატურ, და ცოცხალ წარმოდგენებს. რუსთაველის ეროვნულ თეატრს საზღვარგარეთ ხშირადვარსკვლავების თეატრსუწოდებენ, მისი მრავალმხრივ ნიჭიერი მსახიობების სიმრავლის გამო. თეატრის ყველაზე უნიკალური თავისებურებაა მისი მარადიული ახალგაზრდობა და სულის ძიება. ახალი თეატრალური მიმართულებები და ფორმები, აღსავსე ეროვნული მნიშვნელობითა და გამოხატულებით, ყალიბდებოდა მთელი საუკუნის განმავლობაში. მისი მარადიული მიმზიდველობის საიდუმლო შიძლება ამოიხსნას შემოქმედებითი და სამოქალაქო მრწამსით.

[პარტნიორის კონტენტი]

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის ოქტომბრის სტატისტიკა

ლიბერთისა და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება