in

Marriott სახლების გაქირავებას იწყებს – კომპანია Airbnb-ის კონკურენტი ხდება

Marriott International, აშშ-ში საცხოვრებელი სახლებისა და ბინების გაქირავების სერვისს ნერგავს. როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, ასე, სასტუმროების საერთაშორისო ქსელი, Airbnb-სა და სხვა ინტერნეტ კომპანიებს გაუწევს კონკურენციას.

 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, Marriott მომხმარებლის წახალისებას გეგმავს – ვინც ახალი სერვისით ისარგებლებს, ლოიალობის ქულებს მიიღებს, როგორც მათი სასტუმროების ქსელშია.

კომპანიის ხელმძღვანელობამ, მედიასთან, ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. მენეჯმენტის ცნობით, ბოლო წლებში, Marriott-ის სასტუმროებში, სტუმრები, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლებ დროს ატარებენ.

„მათ აქვთ არჩევანი – ბევრად უფრო იაფი და მოხერხებული ბინები, რომლებიც ქირავდება სწორედ ინტერნეტ გვერდებზე“.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამჟამად Marriott, ამერიკაში უძრავი ქონების მმართველ კომპანიებთან შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„მოკლევადიანი იჯარა მყარად დამკვიდრდა ბაზარზე და სასტუმროების მსხვილ ოპერატორებს, აქედან, საკუთარი წილის მიღება სურთ“, – აღნიშნა სასტუმროებში ინვესტიციების სპეციალისტმა რაიან მელიკერმა.

მისივე თქმით, იმ მოედანზე თამაში, სადაც დომინანტი Airbnb-ია, რთულია და აუცილებლად დიდი რისკებთან იქნება დაკავშირებული.

გამოცემა წერს, რომ Marriott-ისთვის რთული იქნება გასაქირავებელ სახლებსა და ბინებში უსაფრთხოების სტანდარტების ისევე დაცვა, როგორც მისსავე სასტუმროებშია.

The Wall Street Journal წერს, რომ ამ პროცესს მშვიდად არც Airbnb უყურებს და ტრადიციული სასტუმროების ბაზრის ათვისებას გეგმავს.

„ მარტში [2019 წელი] Airbnb-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ კომპანია Hotel Tonight Inc-ს შეიძენს, რომელიც, მომხმარებელს, სხვადასხვა სასტუმროებში ფასდაკლებას სთავაზობს“.

გამოცემის ინფორმაციით, Marriott, სასტუმროების ბიზნესში, პირველი მსხვილი ოპერატორია, რომელიც აშშ-ში ამ დარგში იმუშავებს.

„ეს სავსებით ლოგიკური ნაბიჯია და მეტყველებს იმაზე, რომ გიგანტი კომპანია მოკლევადიანი ქირით საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას აპირებს“.

2018 წელს, კომპანიამ, ეს პროექტი ევროპაში, პილოტის სახით, ბრიტანულ კომპანია Hostmaker-თან ერთად დაიწყო – დღეს Marriott აქირავებს 350-მდე ბინას ლონდონში, პარიზში, რომსა და ლისაბონში.  გამოცემის ინფორმაციით, სწორედ სქემით იმოქმედებს სასტუმროების ქსელი აშშ-ში.

Facebook „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქციას ამატებს