ამბავი შემდეგია: Adalina-ს იტალიურმა რესტორანმა ჩიკაგოში გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილება შეექმნა. თუმცა უფრო ნიშურ სეგმენტს უმიზნებს. უცნაურია, მაგრამ იმ ადამიანებისთვის სულაც არ არის, რომელთაც საღამოს გართობა ან დალევა სურთ, მათ სამიზნე სეგმენტად უფრო მეტად თავგადასავლების მოყვარულ კოლექციონერებს თუ მოვიაზრებთ. ქვემოთ კი გაიგებთ, რატომ.
Marrow Martini ყველაზე ძვირიანი მარტინია მთელ ამერიკაში და მისი ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები, 13 000 დოლარს შეადგენს. დიახ, ცამეტი ათას დოლარს. ჩვეულებრივი რომ არ არის, ამაზე ფასიც მოწმობს, რომლის უკანაც კოლინ ჰოფერი დგას. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, Michelin Guide-ის 2022 Sommelier of the Year-ის ჯილდოს მფლობელი. რაც შეეხება გემოს, როგორც ამბობენ, Clase Azul Mezcal-ის, პომიდვრის, ლიმონისა და ბაზილიკის ნაზავია…
ამ კოქტეილის პრეზენტაცია სულ სხვა ამბავია, რაღაც თეატრალურ დადგმას ჰგავს. ამხელა ფასის გადახდის მერე, ასეც უნდა იყოსო, შეიძლება ფიქრობდეთ, მაგრამ აქ რაღაც კიდევ უფრო საინტერესო იმალება — Marrow Martini კვამლში გახვეული მიაქვთ მომხმარებელთან, რითაც გემოვნურ თვისებებს აუმჯობესებენ, თუმცა მთავარს მხოლოდ ამ კვამლის გაფანტვის შემდეგ ვხედავთ: მარტინის ჭიქაში Marrow Fine-ის 9-კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამია მოთავსებული!