in ,

როგორი შეიძლება იყოს სახლები მარსზე, ან მთვარეზე

NASA-მ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომლითაც ინტერპლანეტარული ცხოვრება სულ უფრო რეალური შეიძლება მოგვეჩვენოს. 27 მარტს, კოსმოსურმა სააგენტომ 2015 წელს დაწყებული კონკურს 3D-Printed Habitat Challenge-ის სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. კონკურსის მესამე ფაზაში 11 გუნდი იყო გადასული და მათ უნდა შეექმნათ სრულფასოვანი რენდერი სახლებისა, რომლებშიც მარსზე, ან მთვარეზე გადასახლებული ადამიანები იცხოვრებენ.

პირველი ადგილი ნიუ-იორკულმა გუნდმა SEArch+/Apis Cor-მა მოიპოვა. კონსტრუქციის რენდერით, რომელიც მარსზე არსებულ შუქს სახლში უშვებს, თუმცა, მაქსიმალურად იცავს მას რადიაციისგან.

SEArch+/Apis Cor – პირველი ადგილი

მეორე ადგილი გუნდმა Zorpheus-მა მოიპოვა. მათ შექმნეს მარსის ცვალებადი ტემპერატურის მიმართ მდგრადი კონსტრუქცია, რომელსაც ოთხი საძინებელი აქვს და რომლისგანაც წითელ პლანეტაზე ხედი იშლება.

Zorpheus – მეორე ადგილი

მესამე ადგილზე Mars Incubators გავიდა. ხელოვანებისა და არქიტექტორებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ოთხსივრციანი სახლის მოდელი შექმნა. სახლის ერთ-ერთი სივრცე მარსზე მცენარეების გასაზრდელადაა გათვლილი.

Mars Incubators – მესამე ადგილი

Western Union-ს ახალი ლოგო აქვს

Apple-მა Swatch-თან სასამართლო დავა წააგო