30
Dec
2014

“Pantone”-მა 2015 წლის მთავარი ფერი უკვე გამოავლინა!

30 Dec 2014

Pantone Inc.-ში 2015 წლის ფერი დასახელდა. ფერს ნომერი 18-1438 Marsala მიენიჭა და დაახასიათეს როგორც ბუნებრივი სიმკვეთრის მუქი წითელი ფერი.  ფერის შერჩევა მისი “თავდაჯერებული და სტაბილური ხასიათიდან” გამომდინარე მოხდა.

სახელი შემთხვევით არ შერჩეულა, მარსალა – დესერტისთვის განკუთვნილი სიცილიური შავი ღვინოა. ღვინის ფერი გემოს და ხარისხის სრულყოფილების ასოციაციას ქმნის. როგორც Pantone-ში თვლიან 2015 წლის ფერი დიზაინერებისთვის ძალიან იოლი დასამუშავებელი იქნება. ფერი ზომიერად თვალსაჩინო იქნება, ფაქტურულ ზედაპირზე ფერი უფრო მკვეთრი გამოჩნდება, რაც მშვენივრად მოერგება ავეჯის და ინტერიერის დიზაინს.

კომპანია Pantone 2000 წლიდან აქტუალური ფერების შერჩევითაა დაკავებული. მათი რეკომენდაციებით მოდის სამყარო და დიზაინერები ხელმძღვანელობენ. წლის ფერის შესარჩევად Pantone წლის ხელოვნების ნიმუშებს, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ტურისტულ აქტივობას, გრაფიკულ და ინტერიერის დიზიანს აჯამებს, რის მიხედვითაც ყველაზე აქტუალურ ფერს არჩევს. ფერს, რომელმაც მთელი წლის განწყობა უნდა განსაზღვროს.

pant1 pant2

pant3

 

 

pant4

pant5

pant6

განხილვა