in ,

რა მოხდებოდა „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟები ქართველები რომ ყოფილიყვნენ?!

სააგენტო Marshall-მა პოსტერების სერია წარმოგვიდგინა, სადაც “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟებს ქართული სამოსი და ხასიათი აქვთ მორგებული. ნახეთ და შეაფასეთ.

ალბათ, საფიხვნოს თავში ჯონ  სნოუ-ქეთელაური იჯდებოდა.

დეინერის ტარგარიანი დაგვიმტკიცებდა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.

სანსა სტარკი მწყურვალ კაცს წყაროზე ჩაიყვანდა და წყალს არ დაალევინებდა.

საქართველოს თეთრი-ლენგები შემოესეოდნენ.

გვეყოლებოდა ორსახოვანი არია მინდელი, ხევსურეთიდან. იგივე მზევინარი.

მწიგობართუხუცეს-ჭყონდიდელად და სამეფოში მეორე პირად – ტირიონ ლანისტერი მოგვევლინებოდა.

და ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო – იტყოდა სერსეი  და ვირზე უკუღმა შესმულს ტალახიც მოხვდებოდა მარჯვენამოჭრილ ჯეიმი არსუკიძის სიყვარულისთვის.

„ამბავი ამერიკული, ქართულად ნათარგმანები

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები

ვპოვეთ, ქართულად გარდავთქვით, საქმე ვქმნეთ საჭოჭმანები

ჩვენმან ხელ-მქნელმან დაგვმართოს, ლაღმან ლამაზმა ნები.“

მხატვარი: Fox Art
ქოფირაითერი: ლიკა კეშელავა

“სამეფო კარის თამაშების” ფანქრის წვერისგან გამოთლილი პერსონაჟები და სიმბოლოები

START UP YOUR BETTER FUTURE – კონკურსი ინოვაციური სტარტაპებისთვის!