ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in

Marshall-ის უახლესი ყურსასმენი, რომელიც უსადენოდ იმუხტება და 80 საათს ძლებს

მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ აუდიო მოწყობილობების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Marshall, ცნობილი ყურსასმენების ხაზის ახალი მოდელი გამოუშვა. ეს არის Major IV, რომლის შეძენაც 150 დოლარადაა შესაძლებელი. კომპანიის თქმით, ყურსასმენების ამ მოდელს აქვს უსადენო დამუხტვის ფუნქცია და ის ერთ სრულ დამუხტვაზე, 80 საათს ძლებს. (შედარებისთვის, Major III მხოლოდ 30 საათს ძლებდა). ხოლო მოწყობილობის 15 წუთიანი უსადენო დამუხტვის შემდეგ ის 15 საათს გაგიძლებთ. აღსანიშნავია, რომ უსადენო დამუხტვისთვის განკუთვნილი სადგამი Major IV-ს არ მოჰყვება და მისი ყიდვა ცალკეა საჭირო. ალტერნატიულ დასამუხტ საშუალებად კი Major IV-ის შეფუთვაში USB კაბელს შეხვდებით.

Major IV-ს წინამორბედების მსგავსი დიზაინი და პატარა საკონტროლო ღილაკი აქვს, რომელიც მუსიკის ჩართვასა და დაპაუზებას, ასევე, სხვადასხვა კომპოზიციის გამოტოვებასა და სატელეფონო ზარების პასუხს შეგაძლებინებთ.

Major IV-ის წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო და ის Marshall-ის ვებგვერდზე, 150 დოლარადაა ხელმისაწვდომი. მომხმარებლები კი, რომლებიც ვებგვერდით დახმარებით ახალ ყურსასმენებს წინასწარ შეუკვეთავენ, პროდუქტის მიღებას 14 ოქტომბრიდან შეძლებენ.

რა მოხდა Extra.ge-ზე? – რეკორდული აქტივობა Visa ციფრული ბარათით! 

შეუკვეთე Glovo-ზე Visa ბარათით და დაიბრუნე მიტანის საფასური

Back to Top