ადამიანები კი ძალიან ბევრს შრომობენ მარსზე მოსახვედრად, მაგრამ ხანდახან პირიქითაც ხდება… აქ მარსიანული ქვები იგულისხმება, რომლებიც მზის სისტემას გადის და დედამიწას ეჯახება. მეცნიერები კი ახლა სწორედ ამ ნიმუშების შეგროვებით არიან დაკავებულნი. როგორც აღმოჩნდა, რაღაც უცნაურთან გვაქვს საქმე — მიუხედავად მარსის ზედაპირის სიძველისა, ეს ქვები ახლად ჩამოყალიბებულია, დაახლოებით რამდენიმე ასეული მილიონი წლისაა, ამან კი, შესაძლოა, ისიც გვითხრას, როგორ მოაღწია მეტეროიტმა ჩვენამდე და რა გეოლოგიური პროცესები გაიარა მან მარსზე…
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ქიმიური მახასიათებლები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს მეტეორიტები ნამდვილად მარსიდანაა. მასიური შეჯახების შედეგად დიდი კრატერები შექმნეს, თუმცა მარსზე ათიათასობით კრატერია, ამიტომ ზუსტად არ ვიცით პლანეტის რა ნაწილიდან არიან ეს მეტეორიტები. მათი წყაროს გასაგებად კი ნიმუშების ასაკი შეგვიძლია გამოვიყენოთ“, — განმარტავენ მკვლევრები.
სხვადასხვა კვლევის მეთოდის გაერთიანებით, მეცნიერებმა 161-540 მილიონი წლით დაათარიღეს შერგოტიტად კლასიფიცირებული ნიმუშები, ანუ მეტალით მდიდარი მარსის ქვები, რომლებიც ვულკანური აქტივობის შედეგად თბება. ასეთი ახალგაზრდა დათარიღების მიზეზად კი შერგოტიტის ასაკის პარადოქსს, ასევებ მარსის ხშირ „დაბომბვას“ ასახელებენ, რომელმაც ძველი ზედაპირი გაარღვია და ქვემოთ არსებული უფრო ახალგაზრდა კლდე გამოააშკარავა. ეს უკანასკნელი კი სავსეა ვულკანური აქტივობებით.
რაც შეეხება მარსის ვულკანურ აქტივობას, იგი დღესაც შეიძლება მიმდინარეობდეს… მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველწლიურად ყალიბდება კრატერები, რომელთა დიამეტრიც ხშირად 4 მეტრზე მეტია. ამგვარად, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა ქვები დედამიწამდე აღწევს…