in

Mars Express-მა წითელი პლანეტის ახალი სურათები გამოაქვეყნა

მარსი ინკების დაკარგულ ქალაქს ჰგავს?!

ევროპულმა კოსმოსურმა ხომალდმა, რომელმაც მარსის შესწავლა დაისახა მიზნად, Inca City-ის დეტალური სურათები მოგვაწოდა, არა, პერუს არა, წითელი პლანეტის სამხრეთ პოლუსის, რომელსაც კოსმოსიდან რომ შევხედოთ, პირველი, რაც გაგვახსენდება, პერუს მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები იქნება…

M2
M2

მართალია, ეს ადგილი NASA-ს Mariner 9-ის კოსმოსურმა ხომალდმა ჯერ კიდევ 50 წლის წინ აღმოაჩინა და ფორმალურად Angustus Labyrinthus უწოდა, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ცოტა რამ იციან იმაზე, თუ რა ბუნებრივმა ფენომენმა განაპირობა მათი ამგვარად ფორმირება. 

შესაძლოა, ქვიშის დიუნები დროთა განმავლობაში ქვებად იქცეს ან თუნდაც ისეთი მასალა, როგორიცაა მაგმა ან ქვიშა, მარსზე არსებული კლდეების გატეხილი ნაწილებიდან გადმოდიოდეს, — აცხადებენ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში. 

ESA-ს კიდევ ერთი თეორია აქვს, რომლის თანახმადაც მარსზე მსგავსი ქედების არსებობა მყინვარებს შეიძლება, უკავშირდებოდეს. ხოლო German Aerospace Centre-ში, რომლის კამერამაც გადაიღო ეს ფოტოები, სწამთ, რომ ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ჭიუხის მსგავსი სტრუქტურებისთვის გამაგრებული ლავაა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქალაქი დიდ კრატერშია მოთავსებული, რომელიც უძველესი ასტეროიდის შეჯახების შედეგად მივიღეთ. შესაძლოა, ამ ზემოქმედებას დაბლობი დაებზარა და მაგმის ბუშტებით აევსო — მოგვიანებით პოლარული დაბლობების ირგვლივ უფრო რბილი მასალები გამოეფიტა და მაგმური ქანების უფრო მყარი კომპონენტები ქედების სახით დაეტოვებინა.

ახალ ფოტოებს რომ დავუბრუნდეთ, ამან არაერთი მინიშნება შემოგვთავაზა პოლარულ რეგიონში ობობის მსგავსი ფორმირებების შესახებ. აქ ქვემოთ მოცემულ სურათზე არსებული მუქი ლაქები იგულისხმება, რომლებიც მეცნიერთა თქმით, დამარხული ობობები ან ე. წ. არანეიფორმული რელიეფია:

ობობები მაშინ ჩნდება, როცა გაზაფხულის მზის სინათლე ბნელ ზამთარში დაგროვებულ ნახშირორჟანგის ფენებს ანათებს. მზე მშრალ ყინულს გაზად აქცევს, რომელიც საბოლოოდ ამსხვრევს მას… ხოლო, თუ სულაც ვერ ამსგავსებთ ზემოთ მოცემულ გამოსახულებას ობობებს, მაშინ ევროპული კოსმოსური ხომალდის ExoMars Trace Gas Orbiter-ის ფოტოს შემოგთავაზებთ და იმასაც გეტყვით, რომ იგი ადრე ნასას Mars Reconnaissance Orbiter-საც დაუფიქსირებია.

აღსანიშნავია, რომ Mars Express-მა მეცნიერებს ბოლო 20 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მიაწოდა წითელი პლანეტის შესახებ… ახლა კი ნიმუშები, რომლებიც მან ყინულის ქვეშ დაინახა და გადაიღო, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ობობები საბოლოოდ გამოჩნდებიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი დედამიწაზე არ ხდება, მარსზე კი ნახშირორჟანგის გაცვლის ძირითადი მექანიზმია…

ქუთაისობით შთაგონებული ვიდეორგოლები საქართველოს ბანკისგან

პლანეტა „არაკისიდან” TI’ME-ის მაღაზიებამდე – HAMILTON X DUNE:Part Two საათების ლიმიტირებული კოლექცია