in

მეცნიერებმა მარსზე ავრორას უცნაური სახეობა აღმოაჩინეს!

ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ზონდების თანამშრომლობით, ჩვენ მარსის მშვენიერ, ახალ და უცნაურ ფენომენზე დაკვირვების შანსი გვაქვს — NASA-ს მარსის ატმოსფერო, MAVEN და არაბეთის გაერთიანებული საემიროების Hope Probe გაერთიანდნენ, რათა შეესწავლათ ის ულტრაიისფერი პროტონული ავრორები, რომლებიც მარსის ატმოსფეროში ანათებს. 

M2
M2

კვლევის მიხედვით, დღის მოვლენები ყოველთვის დიფუზური, უფუნქციო და თანაბრად განაწილებული არ არის, მაგრამ ძალიან დინამიკური და ცვალებადია.

ემირატების მარსის მისიის დაკვირვებების (EMM) თანახმად, ავრორა იმდენად გავრცელებული და დეორგანიზებული იყო, რომ მარსის პლაზმური გარემო აუცილებლად უნდა დარღვეულიყო, იმ დონემდე რომ მზის ქარს პირდაპირ ემოქმედა ატმოსფეროს ზედა ნაწილზე, სადაც ჩვენ ავრორის ემისიებს ვაკვირდებოდით. EMM-სა და MAVEN-ის კომბინაციით, ჩვენ ამ ჰიპოთეზის დადასტურება შეგვიძლია და იმის დადგენა, რომ ის, რასაც ვხედავთ იყო რუკა, სადაც მზის ქარები პლანეტაზე ჩნდებოდა, — ამბობს მაიკ ჩაფინი, პლანეტარული მეცნიერი. 

Hope Probe-ის მონაცემების თანახმად, ზოგჯერ ავრორა არაერთგვაროვანია, ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მისი ფორმირებისას ჩვენთვის უცნობი პროცესები მიმდინარეობს. აი, სწორედ აქ ჩნდება MAVEN — NASA-ს ორბიტერი მარსის ირგვლივ მზის ქარების, მაგნიტური გარემოსა და თერმული იონების შესამოწმებლად პლაზმური ინსტრუმენტების სრულ კომპლექტს ატარებს. დიახ, მან ზომები აიღო მაშინ, როცა Hope ამ უცნაურ მოვლენას ასახავდა. კომბინირებულმა მონაცემებმა კი მეცნიერებს საშუალება მისცა, მის მიღმა არსებული მიზეზი ამოეხსნათ. როგორც დაასკვნეს, არაერთგვაროვანი ავრორას მსგავს სახეს რამდენიმე პროცესი შეიძლება იწვევდეს. 

არაერთგვაროვანი ავრორა ძირითადად პლაზმური ტურბულენტობის შედეგია, რომელიც გარკვეულ პირობებში მარსზე მთელი დროის მანძილზე მზის ქარებს იწვევს — აცხადებენ მკვლევრები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ავრორაზე პასუხისმგებელი მარსსა და მზის ქარს შორის არსებული იშვიათი ქაოტური ურთიერთქმედებაა. თუმცა ბოლომდე არ არის გარკვეული, რა გავლენა აქვს მას მარსის ზედაპირზე — შესაძლოა, ეს გავლენა გრძელვადიან ატმოსფეროსა და წყლის დაკარგვაზე აისახებოდეს. გლობალური მაგნიტური ველის გარეშე კი მარსი ორივეს დაკარგვას აგრძელებს.

საინტერესოა ისიც, რომ პროტონული ავრორა, როგორც გლუვი, ისე არაერთგვაროვანი, მინიმუმ ერთი მათგანის გარკვევაში შეიძლება დაგვეხმაროს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წყალბადი წყლის მიერ ნაწილობრივ მარსის ატმოსფეროში იქმნება, რომელიც კოსმოსში ჟონავს… ხოლო იმისათვის, რომ მარსის ატმოსფეროზე ამ პირობების გავლენა სრულად შეისწავლონ, კიდევ მრავალი მონაცემი და კვლევა იქნება საჭირო. 

სცადეთ კიდევ ერთხელ — განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველივე იდეა მოგწონთ

როგორ გარემოში იმყოფებიან ცნობილი ნამუშევრების პერსონაჟები? — DALL-E-ს ახალი შესაძლებლობა