in

ეს გასაბერი სახლი გაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს მარსზე ცხოვრება

მაშინ, როცა მეცნიერები კოსმოსში მშენებლობის იდეას განიხილავენ, არქიტექტორების, ინჟინრების, მეცნიერებისა და დიზაინერების ცალკე ჯგუფი შეიკრიბა, რათა მარსზე სიცოცხლის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზონ.

M2
M2

ნეტავ, იქნება თუ არა შესაძლებელი წითელ პლანეტაზე დაბალი ენერგიით, გამონაბოლქვითა და ნარჩენებით ცხოვრება? ან შევძლებთ თუ არა ამ პრინციპების გამოყენებას ჩვენს სახლებშიც დედამიწაზე? ამ ცოტათი პროვოკაციული კითხვების საპასუხოდ, Hugh Broughton Architects-ის გუნდმა მარსის ოქროს გასაბერი სახლი შექმნა, როგორც პროტოტიპი იმისა, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი საცხოვრებელი სივრცეები კოსმოსში. 

მარსის შეზღუდული რესურსების ბუნება ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი საუბრების ფოკუსი გახდეს ის, თუ რა გვჭირდება და როგორ გვინდა ვიცხოვროთ, — ამბობენ ელა გუდი და ნიკი კენტი, ადგილობრივი მხატვრები და კონცეფციის ხელმძღვანელები. 

სახლის ნახვას კი გაერთიანებულ სამეფოში, ბრისტოლის M Shed Square-ზე შეძლებთ. 2-სართულიანი საცხოვრებელი ენერგიას მზის პანელებისგან იღებს. ხოლო იმისათვის, რომ კოსმოსის ექსტრემალურ პირობებს გაუძლოს, მისი ფასადი სპეციალურად შეიქმნა — იგი მაცხოვრებლებს კოსმოსური გამოსხივებისა და -63°C ტემპერატურისგანაც კი დაიცავს. 

ოქროს ფოლგით დაფარული ზედა ნაწილის დასამზადებლად Inflate-ის სპეციალისტებს მიმართეს. საინტერესოა ისიც, რომ სახლის კედლები რეგოლითით არის სავსე, ეკრანი კი ჰაერით, რაც პროტოტიპის ხელახლა გამოყენებას შესაძლებელს ხდის. 

ეს სტრუქტურა მარსის ქვიშიან ზედაპირზე შეიძლება მოთავსდეს, მისაღებ ოთახში არსებული ჰიდროპონიკური სისტემით კი მის მოსახლეებს მცენარეებით სავსე გარემოთი განტვირთვისა და ჯანსაღი კვების საშუალებაც ექნებათ. სახლის ქვედა დონე კი ისეა დაპროექტებული, რომ მაცხოვრებლები თხელი ატმოსფეროს გამო არსებული რადიაციის მაღალი დონისგან დაიცვას. 

ამასთან, მარსის სახლის საფუძველში ე.წ. გარემოს კონტროლის ოთახიცაა, რომელიც შენობის ყველა ნაწილს მოიცავს, იქნება ეს საძინებლები საშხაპეებითა თუ ექსკლუზიური Martian loo-თი, რომელიც Duravit-მა შექმნა.

მომავალში კი გუნდი მოხალისეებთან ერთად ინტერიერის დიზაინზე აპირებს მუშაობას, რათა ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს, ჩვეულებრივი ავეჯიდან დაწყებული, ისეთი აუცილებელი ნივთებით დამთავრებული, როგორებიცაა ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და შპალერიც კი. ხოლო აქცენტს მრავალფუნქციურ ნულოვანი ნარჩენების მქონე პროდუქტებზე გააკეთებენ.

„ეს არის პროტოტიპი, რომელიც მიზნად ისახავს, ადამიანთა წარმოდგენების გამოწვევას იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება მარსზე და აწვდის ჩარჩოს მათ საკუთარი იდეების შეთავაზებისთვის, რათა სახლი მაქსიმალურად კომფორტულიც გახდეს, — ამბობს ჰიუ ბროტონი, Hugh Broughton Architects-ის ხელმძღვანელი. 

Artemis 1-ის ფარგლებში ღრმა კოსმოსში მიკროორგანიზმებს გაგზავნიან

Bafta 75 წლის იუბილეს ინსპირაციული რეკლამით აღნიშნავს