in

ცნობილი ასტროფიზიკოსი მარსის კოლონიზაციას „საშიშ ილუზიას“ უწოდებს

ილონ მასკის თქმით, 2050 წლისთვის მარსზე მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს. თუმცა ასტროფიზიკოსი მარტინ რიზი ამ გეგმებს „საშიშ ილუზიას“ უწოდებს. „ეს ყველაფერი რეალისტურად არ მიმაჩნია… პირიქით, დედამიწის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაზე უნდა ვიზრუნოთ და სწორედ ეს ვაქციოთ გრძელვადიან მიზნად. მარსზე კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იცხოვრებს — სამხრეთ პოლუსზეც ხომ ცხოვრობენ, უბრალოდ წითელი პლანეტა გაცილებით ნაკლებად სტუმართმოყვარეა“, — განმარტავს მარტინი.

M2
M2

ამასთანავე დასძენს, რომ დედამიწაზე არსებული გამოწვევების თავიდან აცილების მიზნით მასობრივი მიგრაციის იდეა უბრალოდ საშიში ილუზიაა. რაც შეეხება მარსს, შესაძლებელია დისტანციურად მართვადი რობოტების გაგზავნა, რომლებიც კვლევების ძირითად ნაწილს შეასრულებენ. კოსმოსში წასვლაზე კი მხოლოდ ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები იფიქრებენ.

როგორც რიზი განმარტავს, ჩვენი სხეული მზად არაა გრძელვადიანი კოსმოსური მოგზაურობებისა და მარსზე საცხოვრებლად. მიზეზი კი დაბალი გრავიტაცია და კოსმოსური გამოსხივებაა, რასაც სხვა მავნე ფაქტორებიც ემატება.

„ვინოპოლია” – სამაგიდო თამაში ქართული ღვინის ინსპირაციით

როგორ ირგებენ ხელმძღვანელები ბრენდის ელჩების როლს ლინკდინზე?