in

მარსის მეტეორიტში წყლისა და კლდოვანი ქანების ურთიერთქმედება აღმოაჩინეს

შესაძლოა, აღმოჩენა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმაროს

მარსის მეტეორიტის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ მასში შემავალი ორგანული მოლეკულები არ არის ბიოლოგიური წარმოშობის — ის წყლისა და ქანების ურთიერთქმედების შედეგად, დაახლოებით 4 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. ასეთი სიახლის შემდეგ წითელ პლანეტაზე ორგანული ელემენტების კვლევა, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნაშიც დაგვეხმაროს. 

M2
M2

მეტეორიტი სახელწოდებით — Allan Hills (ALH) 84001,1984 წელს ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს. ჩვენს პლანეტაზე მარსიდან მოღწეულ ნაწილაკებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმოშობისაა.  

მარსის ზედაპირში აღმოჩენილი ორგანული მოლეკულები — ნახშირბადი და წყალბადი შეიცავს ჟანგბადს, აზოტს, გოგირდს და სხვა ელემენტებს. ასეთი ორგანული ნაერთები, ძირითადად სიცოცხლესთან ასოცირდება, თუმცა ისინი, შესაძლოა, აბიოტური (არაბიოლოგიური, არაცოცხალი) ქიმიური პროცესების შედეგადაც წარმოიქმნას. 

მეცნიერები მრავალი წელია ALH 84001 მეტეორიტში ორგანული ნახშირბადის წარმოშობის ისტორიას იკვლევენ. დადგენილია, რომ ამ პროცესში სხვადასხვა აბიოტური პროცესიც მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, აბიოტური პროცესების შედეგად ორგანული მოლეკულების წარმოქმნა შეიძლება,  მარსზე ვულკანური აქტივობებით, ჰიდროლოგიური ზემოქმედებით, ასევე, წითელ პლანეტაზე წარმოქმნილი უძველესი სიცოცხლის ნარჩენებით ან მისი დედამიწაზე ჩამოვარდნით იყოს განპირობებული. 

მეტეორიტის შესწავლის ამ ხანგრძლივ პროცესში მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მისი უახლესი ანალიზით მივიღეთ, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. კვლევას კარნეგის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის წარმომადგენელი ენდრიუ სტეილი ხელმძღვანელობდა. შედეგებმა მეტეორიტში დედამიწისთვის დამახასიათებელი წყლისა და ქანების ურთიერთქმედება დაადასტურა. კვლევის ნიმუშები მიუთითებს, რომ მარსის ქანებმა ორი მნიშვნელოვანი გეოქიმიური პროცესი განიცადეს — სერპენტინიზაცია და კარბონიზაცია.

“ამ სახის არაბიოლოგიური, გეოლოგიური რეაქციები იწვევს ორგანული ნახშირბადის ნაერთების წარმოქმნას, საიდანაც, შესაძლოა, სიცოცხლე განვითარებულიყო. ეს წარმოადგენს სიგნალს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მარსზე წარსული სიცოცხლის მტკიცებულების ძიებისას”, — დაასკვნა სტეილმა. 

დაბოლოს, თუ ეს რეაქციები ძველ მარსზე მოხდა, ისინი ძველ დედამიწაზეც უნდა მომხდარიყო. ამდენად, წითელ პლანეტაზე სიცოცხლის აღმოჩენის მცდელობა არ ნიშნავს მხოლოდ პასუხის ძიებას კითხვაზე — “მარტო ვართ?” ასევე, ის  ეხება დედამიწის ადრეულ ისტორიას და ცდილობს უპასუხოს კითხვას — “საიდან მოვედით?”

IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ადამიანი ობობას ახალ ფილმში შედგა

ქართულმა სტარტაპმა Identomat $3.2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა!