in

ობობები მარსზე — მეცნიერებმა წითელი პლანეტის უნიკალური მახასიათებლები გამოავლინეს

მართალია, ცივი, მკვდარი პლანეტაა, მაგრამ რთულია, მასში ბუნებრივი სილამაზე ვერ შეამჩნიოთ. თუნდაც ზემოთ მოცემული სურათი ავიღოთ, არც AI გახლავთ და არც დიზაინერების ნამუშევარი, მარსისთვის დამახასიათებელი ფენომენია, რომელსაც დედამიწაზე ვერასდროს ვიხილავთ — მარსს თხელი ატმოსფერო აქვს 95% ნახშირორჟანგით, როცა ზამთარი დგება CO2 იყინება და პოლარულ რეგიონებში ზედაპირზე სქელ ფენას ქმნის, რომლებიც თვეების მანძილზე, გაზაფხულის დადგომამდე, არ იწყებს დნობას.

M2
M2

ნიადაგის დათბობისას გაყინული CO2 ორთქლად იქცევა და მყარი ნახშირორჟანგის ქვეშ გვხვდება, ყინულის სუსტ წერტილებში კი გაზი გამოღწევას ახერხებს, გეიზერებად გვევლინება და გაყინულ ზედაპირზე უფრო მუქი ფერი მასალად გვხვდება. 

NASA-ს Mars Reconnaissance Orbiter-ის HiRISE კამერამ გეიზერების ეს სურათი მარსზე 2018 წლის ოქტომბერში დააფიქსირა, მარსის CO2 გეიზერების სხვა კადრებთან ერთად. მათგან ზოგიერთი მუქ ლაქებს ქმნის, რომელთა ზომაც თითქმის 1 კილომეტრია, საკმაოდ ძლიერია და, როგორც ვიგებთ, 160 კმ/სთ სიჩქარით იფრქვევა. 

ამ ამოფრქვევებიდან ზოგიერთი მუქ რეგიონებს ქმნის ყინულის ქვეშ, რითაც ცოტათი ობობებსაც ემსგავსება. 

სწორედ ამიტომ, ამ მახასიათებლებს მეცნიერები ობობას რელიეფს უწოდებენ. ნასას მეცნიერებმა მსგავსი პროცესი ლაბორატორიაშიც კი გამოცადეს, რათა უკეთ გაეგოთ ობობას რელიეფის მიღმა მიმდინარე პროცესები. ხოლო, პროცესს, რომლითაც CO2-ის ციკლს ხსნიან, Keiffer-ის მოდელი ეწოდება — სწორედ ჰიუ კეიფერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ თემაზე, კოლეგებთან ერთად, სამეცნიერო ნაშრომი შემოგვთავაზა:

ჩვენი ვარაუდით, სეზონური ყინულის ფენა ქმნის გაუმტარ CO2-ის ყინულის საფარს, რომელიც სუბლიმირებულია ფუძიდან და მაღალი წნევის გაზს აყალიბებს. ეს გაზი ყინულს ხვდება, საბოლოოდ იშლება და წარმოქმნის მაღალი სიჩქარის მქონე CO2 ამოფრქვევებს ქვიშის ზომის მარცვლებით, რომლებიც, თავის მხრივ, ლაქებს აყალიბებს და არხებს ანადგურებს.

მარსის ამ ფენომენს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ჩვენთვის ის ფაქტი ხდის, რომ მათი ნახვა დედამიწაზე არ შეგვიძლია…

როგორი იქნება 2025 წელი დიდი პლატფორმებისთვის

Netflix-დან თქვენს iPhone-ზე საყვარელი სერიალების მთლიანი სეზონების ჩამოტვირთვას შეძლებთ