in

მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე ხვრელი აღმოაჩინეს!

სურათზე ასახული ხვრელი იმაზე ხომ არ მიგვითითებს, რომ მას მარსზე არსებულ დიდ გამოქვაბულში მივყავართ? რადგან ფოტო NASA-ს Mars Reconnaissance Orbiter-მა (MRO) გადაიღო HiRISE-ს კამერით, კითხვაზე პასუხიც იმ მეცნიერებს უნდა ვკითხოთ, რომლებიც მიღებული მონაცემების გაანალიზებაზე არიან პასუხისმგებელნი.

M2
M2

როგორც ვიგებთ, ეს ხვრელი მარსის Arsia Mons-ის რეგიონში მდებარეობს და რამდენიმე მეტრი სიგანისაა. თავად Arsia Mons კი ერთ-ერთია იმ სამი მიძინებული ვულკანიდან, რომელიც Tharsis Montes-ის ჯგუფში გვხვდება. აქ უზარმაზარ ვულკანურ დაბლობს მოვიაზრებთ, რომლის სიგანეც ათასობით კილომეტრია. მარსის სხვა ნაწილებთან შედარებით, ცოტა ამაღლებულია — პლანეტის საშუალო სიმაღლეზე დაახლოებით 10 კილომეტრით მეტია. რეგიონი წარსულში ვულკანურად აქტიური იყო, შესაბამისად, ორმოების მსგავსი მახასიათებლები უძველესი ვულკანური აქტივობის პირდაპირი შედეგია. 

Arsia Mons-ის რეგიონში არსებული რამდენიმე ორმო, შესაძლოა, ლავის მილების ჩამონგრეულ ნაწილებსაც წარმოადგენდეს, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა — ერთ-ერთი სურათი გვაჩვენებს, რომ ორმოს გვერდითა კედელი განათებულია, რაც შესაძლოა, მის ცილინდრულ ფორმაზე მიგვანიშნებდეს.

ამგვარად, სურათზე მიღებული გამოსახულება, გამოქვაბულის ან ლავის მილის შესასვლელზე მეტად, უბრალოდ ორმო შეიძლება იყოს. ისინი ჰავაის ვულკანებზეცაა აღმოჩენილი, სადაც მათ ორმოს კრატერებს უწოდებენ, არც გრძელ გამოქვაბულებს უკავშირდება და არც ლავის მილებს, აფეთქების შედეგია, რომელიც უფრო სიღრმეში მოხდა. თუმცა ჰავაიში თუ ამ კრატერების სიღრმე 6-დან 186 მეტრამდეა, 8-1140 მეტრი სიგანით, Arsia Mons-ის სურათის მიხედვით სიღრმე 178 მეტრამდე უნდა იყოს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, მათ მთვარის ორმოების შესახებ უფრო მეტის გაგება შეუძლიათ, ვიდრე მარსის…. უკვე იციან კიდეც, რომ ზოგიერთი თერმულად სტაბილურია და დაახლოებით 17 გრადუსს უდრის, უკეთესი სურათებიც აქვთ. ახლა კი იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამოიკვლიონ ეს ორმოები, რობოტები შეუშვან მასში თუ სხვა მეთოდს მიაგნონ, რადგან, შესაძლოა, ისინი მთვარეზე ტემპერატურული ცვალებადობებისგან, რადიაციისა თუ მიკრომეტეორიტებისგან ასტრონავტების თავშესაფარს წარმოადგენდეს. 

თუმცა მარსის შემთხვევაში საქმე ცოტათი უფრო რთულდება, თუნდაც იმიტომ, რომ მარსის გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციაზე სუსტია, რასაც უფრო დიდი გამოქვაბულები უნდა მოეცა შედეგად. მარსის სურათზე წვრილი ფერდობების მსგავს გამოსახულებებსაც ვხედავთ, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, ყველა არ ჩამოინგრა აფეთქებების შედეგად. ერთ-ერთი ამგვარი ორმო მარსის ვულკანი Pavis Mons გახლავთ. მის ქვეშ სიცარიელეა, თუმცა ორმოს ბუნების დადგენა საკმაოდ რთული გახლავთ. ერთ-ერთი ვარაუდი კი ლავის მილია…

მიუხედავად ამისა, მარსის ლავის მილები კვლავ საიდუმლოდ რჩება მეცნიერებისთვის. საკმარისი მორფოლოგიური მტკიცებულებები არ აქვთ, შესაბამისად, ვერც იმას გვეუბნებიან ზუსტად, ან რატომ უნდა იყოს ორმოები მარსზე ან რატომ, არა. თუმცა ვარაუდობენ, რომ ასტრონავტების თავშესაფრად გამოიყენებენ მომავალში. აი, ამისთვის კი, მისიაში რობოტების ჩართვა გახდება აუცილებელი…

ვინ არიან Touch.Point 2024-ის ჰედლაინერები და რა თემებს დაეთმობა მარტექ ფესტივალის მთავარი სცენა?

კამპანია შინაგანი მოტივაციის შენარჩუნებაზე — It Hasn’t Changed