in

ახალი კვლევის თანახმად, მარსზე 20-მდე გამყინვარების ხანა იყო

მეცნიერებმა ინოვაციურ აღმოჩენაში ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენეს

გეოლოგებმა მარსის მყინვარების საიდუმლოებები ამოხსნეს – როგორც ჩანს, წითელ პლანეტას 20-მდე გამყინვარების ხანა ჰქონდა. ახალი, ინოვაციური აღმოჩენა ნაცნობი და ამასთანავე, ამოუცნობი პლანეტის შესახებ მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს აღქმას.

M2
M2

მარსი, ასობით მილიონი წლის განმავლობაში, მყინვარებით იფარებოდა. მკლევარები კი მსჯელობდნენ, ეს ერთი დიდხნიანი გამყინვარების პერიოდის შედეგი იყო, თუ ინდივიდუალურის. რადგანაც ყინულოვანი პერიოდები პლანეტის ღერძის დახრილობით არის გამოწვეული (ცნობილი, როგორც დახრილობა), ახალი კვლევა მარსის ორბიტისა და კლიმატის ვარიაციების დადგენაშიც დაეხმარება მეცნიერებს. ასევე, ყინულის პერიოდების ნიშნულის დაზუსტება შეგვიქმნის წარმოდგენას, თუ რა სახის საგნები შეიძლება მოქცეულიყო ყინულის საფარის ქვეშ, როგორიცაა კლდეები, ნაშთები, მიკრობები და გაზები.

კვლევას ხელმძღვანელობდა გეოლოგიის პროფესორი ჯო ლევი, კოლგეიტის უნივერსიტეტიდან. მასში ასევე მონაწილეობდნენ მეცნიერები “ნასადან”, არიზონას უნივერსიტეტიდან, ფიცბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ტეხასის-ოსტინის უნივერსიტეტიდან.

ლევის გუნდმა, Mars Reconnaissance Orbiter-ის სატელიტის მაღალი რეზოლუციის სურათების საფუძველზე, 45 მყინვარწვერი გამოიკვლია.

პროფესორმა უნივერსიტეტების 10 სტუდენტთან ერთად ხელოვნური ინტელექტიც (AI) გამოიყენა და საბოლოოდ გამოკვლეულ იქნა 60 000 კლდე. ეროზიის ნიშნების საფუძველზე, ძირითადი ყურადღება კლდეების განაწილებას, დაჯგუფებასა და ზომას ეთმობოდა.

მკვლევართა თქმით, ახლა საშუალება გვეძლევა, წითელი პლანეტის ისტორია ზედაპირზე დაყრდნობით ვიკვლიოთ, ნაცვლად მასში ჩაღრმავებისა.

ლევის გუნდი, ამ ეტაპზე, ახალი მყინვარების დადგენაზე მუშაობს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა აღმოჩენას გაგვიზიარებენ მეცნიერები.

 

მუსიკის მენეჯმენტი Straus Entertainment-ის სახელით – წარმოგიდგენთ ქართულ საერთაშორისო სტარტაპს

შეუკვეთე წინასწარ Samsung Galaxy S21 სერია, დღეიდან უკვე მაღაზიებშიც