in

შესაძლოა, მარსზე პლაზმის დახმარებით ჟანგბადი მიიღონ

თუ მარსზე ექსტრემალური ტემპერატურა და კოსმოსური გამოსხივების ზემოქმედება არ მოგკლავთ, ის აირები ნამდვილად გაგანადგურებთ, რომელსაც ვერ ჩაისუნთქავთ. ახლა კი მკვლევართა ჯგუფმა ამ უკანასკნელი პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნო — პლაზმის გამოყენებით ნახშირორჟანგს ნახშირბადად და ჟანგბადად გაყოფს. 

M2
M2

აქ საუბარი არათერმულ პლაზმებზეა, ეს ელექტრულად დამუხტული აირებია, რომელთა ელექტრონი ნახშირორჟანგის მოლეკულაში ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომებს შორის კავშირს გაწყვეტს. ლაბორატორიულ ტესტირებებში გუნდმა მარსის ტემპერატურამდე პლაზმის გაციების უნარიც კი აჩვენა. 

„მარსზე არსებული ბუნებრივი პირობები თითქმის იდეალურია პლაზმისთვის, კონკრეტულად კი მას ატმოსფეროს შემადგენლობა, არსებული წნევა და ტემპერატურა უწყობს ხელს, — ამბობს ვასკო გუერა, ლისაბონის უნივერსიტეტის ფიზიკოსი. 

საინტერესოა ისიც, რომ მარსის ზედაპირზე ჟანგბადი ადრეც იწარმოებოდა. გასულ წელს MOXIE-ს ექსპერიმენტმა NASA-ს Perseverance როვერით პლანეტის ატმოსფეროდან დაახლოებით 5 გრამი ჟანგბადი მოიპოვა. თუმცა ასე მხოლოდ ის გატესტეს, შესაძლებელი იყო თუ არა ჟანგბადის მოპოვება.

მართალია, უპირველესად, ჟანგბადი ადამიანს სჭირდება სუნთქვისთვის, მაგრამ იგი საწვავისა და სასუქების წარმოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნახშირბადის მონოქსიდი რაკეტების საწვავადაც კი გამოიყენება.

შესაძლოა, ერთ დღეს ამ მრავალმხრივმა სისტემამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს მარსზე არა მხოლოდ სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემებით, არამედ ნედლეული და საბაზისო ქიმიკატებით საწვავის, სამშენებლო მასალებისა და სასუქების წარმოებისთვის, — განმარტავს გუერა. 

არათერმული პლაზმა და გამტარი მემბრანები კი, რომლებიც ნახშირორჟანგის განცალკევებისა და ელემენტების შესანახად არის საჭირო, ჯერ კიდევ განვითარების გზას ადგას. თუმცა ფაქტია, რომ ეს არამიწიერი მომავლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

წარმატების მიღწევა პლატფორმაზე დაფუძნებულ მარკეტინგში

უკომპრომისოდ სპორტული — ახალი Porsche 911 GT3 RS