in

AI — საუკეთესო საშუალება მარსზე სიცოცხლის საპოვნელად?

მარსზე სიცოცხლის პოვნაზე ბევრს რომ ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ… წითელ პლანეტაზე მოხვედრა არც ისე მარტივი ამბავია, ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებულ შესაძლებლობებს საუკეთესოდ ვიყენებთ. თანაც, მრავალი საკითხია გასარკვევი — მარსს თითქმის ისეთივე მშრალი ზედაპირი აქვს, როგორც დედამიწას, თუმცა ერთი ძირითადი განსხვავებით: თუ ქვას დედამიწაზე ააგდებთ, სადღაც დაეცემა, მარსზე კი ეს დიდი კითხვის ნიშანია.

M2
M2

ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის გაგებას დღეს, რა თუ არა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება გაამარტივებს. ასტრობიოლოგების ჯგუფმა კიმბერლი უორენ-როუდის ხელმძღვანელობით აჩვენა, რომ ამ ხელსაწყოებს დამალული ნიმუშების გამოვლენაც კი შეუძლია იმ გეოგრაფიულ მონაცემებში, რომლებიც სიცოცხლის ნიშნების არსებობაზე მიგვითითებს. 

ჩვენი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, სტატისტიკური ეკოლოგიის ძალა მანქანურ სწავლებასთან გავაერთიანოთ, რათა ის ნიმუშები და წესები განვსაზღვროთ, რომლითაც ბუნება მკაცრი პეიზაჟებით წარმოგვიდგება. ვიმედოვნებთ, საცხოვრებლად ვარგისი გარემოს რუკების შესადგენად ჩვენს მიდგომას სხვებიც გამოიყენებენ. ამ მოდელებით შეგვიძლია საგზაო რუკები და ალგორითმებიც კი შევიმუშაოთ, რომლებიც როვერებს წარსულში ან ახლა არსებულ სიცოცხლის ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე სივრცეებში წაიყვანს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაფარული ან იშვიათი იქნება ის, — განმარტავს უორენ-როუდი.

მაგალითად, დედამიწაზე არსებული ჩილეს ატაკამას უდაბნო ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია ჩვენს პლანეტაზე, სადაც წვიმა წლებია არ უნახავთ. მეცნიერების თქმით კი, სიცოცხლისთვის ამ ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილზეც შეიძლება რაღაცის პოვნა. სწორედ აქ, 2,78 კვადრატულ კილომეტრზე გადაიღეს 7765 სურათი და აიღეს 1154 ნიმუში, რათა ეპოვათ ის, რაც ფოტოსინთეზური მიკრობების არსებობას დაგვიმტკიცებდა. ეს მოიცავდა კაროტინოიდსა და ქლოროფილის პიგმენტებს, რაც, თავის მხრივ, მას ვარდისფერ და მწვანე შეფერილობებს აძლევდა.

მეტიც, მკვლევრებმა სურათები დრონების საშუალებითაც გადაიღეს. ეს ყველაფერი კი შემდგომში კონვოლუციურ ნერვულ ქსელებში (CNN) მოაქციეს, რათა ხელოვნური ინტელექტი კონკრეტული სტრუქტურების ამოცნობაში ევარჯიშებინათ. საინტერესო კი ის არის, რომ მათ სიცოცხლის მიკრობული ნიმუშების დადგენა შეძლეს, მიუხედავად ტერიტორიის თითქმის ერთიანი მინერალური შემადგენლობისა. კონკრეტულად კი, ალებასტრის მიკროჰაბიტატებს მიაგნეს, რომლებიც თითქმის სრულად იყო დასახლებული. ეს იმაზეც მიგვითითებს, რომ მიკროჰაბიტატების განაწილებაზე დიდი გავლენა წყლის შემცველობას აქვს.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, CNN-ის დახმარებით მკვლევრებმა ბიო-ნიმუშების 87,5% პროცენტამდე სიზუსტით ამოცნობა შეძლეს, როცა ჩვეულებრივ შემთხვევებში ეს 10%-ს უდრიდა. მსგავსად, მიწის ფართობიც 85-97%-მდე შემცირდა. ეს გასაოცარი შედეგები კი ახლა მარსზე სიცოცხლის პოვნის იმედსაც აჩენს…

Heinz-ისა და Absolut Vodka-ს ახალი კამპანია — „არყიანი პასტას“ სოუსი

MIT-ის მოწყობილობით ჰაერის დაბინძურებას ნებისმიერი ადგილიდან გაზომავთ