in

მარსზე უდიდესი ვულკანი აღმოაჩინეს!

მარსი გიგანტურ საიდუმლოს მალავს. Noctis Labyrinthus-ის რეგიონში მეცნიერებმა უზარმაზარი და უძველესი ვულკანი აღმოაჩინეს — დიდი ალბათობით, ყინულის დამარხული ფენაც… ამგვარად, ეს აღმოჩენა საკმაოდ მიმზიდველია მშრალ და მტვრიან პლანეტაზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების საძიებლად. თუმცა ფარული ვულკანის აღმოჩენა საერთოდ არ ჰქონიათ გეგმაში, უბრალოდ კონკრეტულ რეგიონს იკვლევდნენ, რომელზეც უძველესი ყინულის ნიშნები შენიშნეს და მალევე გააანალიზეს, რომ იგი ვულკანი იყო… ეს კი იმიტომ, რომ ვულკანი, თავის მხრივ, ძალიან ეროზიული იყო, რაც მის ამოცნობას ართულებდა… მაგრამ ახლა აღმოაჩინეს და ეს გასაოცარი ამბავია!

M2
M2

მარსის ეს სივრცე ჰიდრატირებული მინერალების მრავალფეროვნებითაა ცნობილი, რაც წითელი პლანეტის ისტორიის დიდ ნაწილს ინახავს. ამ მინერალების ვულკანურ წარმოშობაზე დიდი ხანი, ეჭვობდნენ, ამიტომ აქ ვულკანის აღმოჩენა დიდი სიურპრიზიც არ ყოფილა, — აცხადებს სურაბ შუბჰამი, პლანეტარული გეოლოგი.

მარსის ვულკანზე მეცნიერებს რამდენიმე მახასიათებელიც მიუთითებს, აი, მაგალითად მის ცენტრში კალდერას ნარჩენები აღმოაჩინეს, ანუ ჩამონგრეული კრატერის, რომელიც ლავით უნდა ყოფილიყო სავსე. ცენტრში რკალის ფორმებიც იკვეთება, რომლებიც ვულკანის კონუსურ ფორმას ასახავს და მკვლევრები ვულკანური ნარჩენების რეგიონებზეც საუბრობენ… 

საკმაოდ დიდი ზომისაა, 9000 მეტზე მეტი სიმაღლისა და 250 კილომეტრამდე სიღრმის, რაც Noctis Mons-ს მეშვიდე ყველაზე მაღალ ადგილად აქცევს, რომელიც მარსზე აქამდე აღმოუჩენიათ. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე არსებული მიძინებული ვულკანებიდან ყველაზე დიდი ზღვის დონიდან 6893 მეტრს აღწევს… ვულკანის ზომა და მის ირგვლივ არსებული რელიეფის კომპლექსური ხასიათი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვულკანი დიდი ხნის მანძილზე უნდა ყოფილიყო აქტიური. 

კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ვულკანის ერთ მხარეს ფსკერთან ახლოს გუნდმა დიდი რეგიონი აღმოაჩინა, რომელიც პატარა ბუშტების მსგავსი მასის მქონე ბორცვებით იყო სავსე და იგი ვულკანური რელიეფის ერთ-ერთ ფორმად უფესვო კონუსად მიიჩნიეს. თანაც ფიქრობენ, რომ ლავის ფენისგან უნდა შექმნილიყო, რომელმაც წყლით ან ყინულით მდიდარი ზედაპირი გადაფარა.

თუმცა არ ვიცით, რა ხდება მისი ზედაპირის ქვეშ. ამჟამინდელი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მარსი გეოლოგიურად იმაზე უფრო აქტიურია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ, იქნება ეს ვულკანებისა თუ სეისმური აქტივობის კუთხით. შესაძლოა, რომ Noctis Mons კვლავ აქტიური იყოს, თუ, რა თქმა უნდა, მიძინებული არ არის, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ზედაპირის ქვეშ თბილი კერა შეიძლება მოიძებნებოდეს. აი, ეს სითბოსა და წყლის ნარჩენები კი ნებისმიერი მყინვარიდან დამაიმედებელ ნიშნებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ Noctis Labyrinthus-ში სიცოცხლის გაჩენის პირობები არსებობს. 

ეს ნამდვილად არის ისეთი რაღაცების კომბინაცია, რაც Noctis-ის ვულკანს საოცრად ამაღელვებელ ადგილად აქცევს. უძველესი და დიდი ხნის ვულკანია, იმდენად ეროზიული, რომ მისი სხვადასხვა ნაწილის შესასწავლად, ფრენაც შეიძლება მოგიწიოთ… წყალთან და ყინულთან სითბოს ურთიერთქმედების ხანგრძლივი ისტორიაც აქვს, რაც ასტრობიოლოგიისთვის და სიცოცხლის ნიშნების საძიებლად მთავარ ადგილად აქცევს მას. დაბოლოს, როგორც ჩანს, ყინული კვლავ არის ზედაპირთან ახლოს შემონახული, შედარებით თბილ ეკვატორულ რეგიონში, რაც მარსს ძალიან მიმზიდველ ადგილად აქცევს რობოტული თუ ადამიანური კვლევებისთვის, — განმარტავენ მეცნიერები.

#სადანროგორ გავერთოთ 15-17 მარტს — ღონისძიებების კალენდარი

იტალიური ღვინის ეტიკეტი „მიწიერ გემოს“ ეხმიანება