8
Jul
2013

ყველაზე მართალი რეკლამა

8 Jul 2013



როგორ შეიძლება პროდუქტის სუსტი მხარე რეკლამად აქციოთ?!

ის, რაზეც ერიდებით ლაპარაკს,  პროდუქტის  მინუსი  და მისი შეზღუდული საშუალებები ძალიან მომგებიანად შეიძლება შემოატრიალოთ. მაგალითად ავიღოთ ავტომობილი Smart-ის ახალი რეკლამა. ეს მანქანა რანაირადაც არ უნდა ვეცადოთ მთაში და უგზოობაზე სასიარულოდ არაა განკუთვნილი.

იმას, რასაც სხვა მანქანები იოლად უმკლავდებიან Smart-ისთვის გადაულახავი დაბრკოლებაა. სამაგიერoდ ქალაქში და პარკირების დროს კონკურენტი არ ჰყავს.

სარეკლამო სააგენტო BBDO (გერმანია) მინუსი  პლიუსად აქციეს, რის გამოც კანის ოქროს ლომიც დაიმსახურეს. არ მოატყუოთ მომხმარებელი, შეარჩიეთ სწორი გზა სიმართლის თქმისა და თქვენი უარყოფითიც დადებითი გახდება.

განხილვა