in ,

„არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ – შსს-ს კამპანია მანქანის ფხიზლად მართვის მხარდასაჭერად

წარმოგიდგენთ შსს-ს ახალ კამპანიას, “არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“.  მისი მიზანია  არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის რისკების ჩვენება  და „,მოწოდება სიფხიზლისკენ“.

კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა  ნებისმიერ მსურველს აქვს. საამისოდ უნდა გადაიღონ ფოტო, მოიფიქრონ სლოგანი ან დიზაინი და შსს-ს Facebook გვერდზე  ატვირთონ.

ნaხეთ ვიდეო

საკონსულტაციო  კომპანია TMG Marketing-ის დირექტორი   ნიკო თევდორაშვილი კამპანიის მხარდასაჭერად გადაღებულ   ვიდეო რგოლს დადებითად აფასებს. ამბობს, რომ  სიტუაცია ორიგინალურადაა  აღწერილი. რეკლამაში არ არის ნაჩვენები  საშიში კადრები  და არც სიუჟეტია გამძაფრებული მსხვერპლით.

„ადრე უფრო მეტად  „შიშის კამპანიები“ იყო. თუმცა, ეს არ  ამართლებდა. რადგან შიში მოქმედებს მხოლოდ ფხიზელზე და სიმთვრალეში იკარგება. ამასთან, რეკლამა საკმაოდ პოზიტიურად იწყება, პერსონაჟები – ბავშვები კარგად არიან შერჩეული, ისინი ყველას დადებითად განაწყობენ. ნაჩვენებია  ისიც, რომ,  როცა ნასვამი  ხარ  არსებობს ალტერნატივა  –  მანქანის გვერდით დგას ტაქსი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია,  სატვირთო მანქანის სცენარით  არაპირდაპირი გზითაა გადმოცემული თუ რა რისკებს შეიცავს საჭესთან ნასვამი ჯდომა“.

ნიკო თევდორაშვილის აზრით,  მსგავსი კამპანიები უფრო მეტად საგანმანათლებლო ხასიათისაა, ფხიზელ  ადამიანზეა გათვლილი. ამბობს, რომ პროვოცირება, ძირიდათად  სიფხიზლეში ხდება. ფხიზელს ესმის, რომ საჭესთან  ნასვამ  მდგომარეობაში ჯდომა დაუშვებელია, მთვრალ ადამიანს კი, როგორც წესი  ავიწყდება ეს.

TMG Marketing-ის  დირექტორი  ამბობს, რომ კლიპი მთელი კამპანიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ვიდეო რგოლმა უნდა მოიზიდოს ხალხი, ჩართოს კამპანიაში. მისი თქმით, სწორედ საზოგადოების აქტიური ჩართულობა შეუწყობს ხელს მთავარი მიზნის შესრულებას.

„კამპანიის წარმატება იქნება ის, თუ რამდენად აიტაცებს საზოგადეობა ამ იდეას. საჭიროა დავინახოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება მას. ამ კლიპმაც და სხვა აქტივობებმაც უნდა მოახდინოს საზოგადოების პროვოცირება სოციალურ მედიაში აქტიურად ჩაერთონ  საჭესთან ფხიზლად ჯდომის მხარდასაჭერ კამპანიაში.

სოციალური კამპანია „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“  28 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.  გამარჯვებულები „ლაიქების“ მეშვეობით გამოვლინდებიან,  საუკეთესო ნამუშევრები – რჩეული სლოგანი, დიზაინი, ან ფოტო თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბანში არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე განთავსდება.

ნაიკის ლაზერული მოედანი

7 რჩევა პაბლო პიკასოსგან