თუ თქვენ გაქვთ 11.5 მილიონი დოლარი და ფიქრობთ ბინის შეძენას, შეგიძლიათ შეიძინოთ საოცარი სახლი, რომლის მართვაც ipad-ითაა შესაძლებელი. სპეციალური სისტემის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ მართოთ სახლში: ჰაერის ტემპერატურა, განათება, ფარდა, ჟალუზები, კარები, ფანჯრები, მუსიკა და სხვა ბევრი რამ. გარდა ipad-ისა სახლის მართვის სიტემა ინტეგრირებულია Apple Watch-ზე. თუ კონკრეტულ მომენტში თან არგაქვთ ipad-ი, საათი დაგეხმარებათ ანალოგიურად მართოთ სახლი.
ასეთი სახლი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ ერთია და იგი ბევერლიჰილსში მდებარეობს, მისი მფლობელი კი ჰოლივუდის ერთ-ერთი რეჟისორია, რომელმაც მისი გაყიდვა გადაწყვიტა. სისტემა ამ ეტაპზე მკაცრად გასაიდუმლოებულია. თუმცა, თუ მისი გასაჯაროება მოხდა საქართველოშიც შეგიძლიათ იქონიოთ სახლის მართვის ასეთი საოცარი სისტემა და ამისთვის სულაც არ დაგჭირდებათ მილიონობით დოლარი.










