in

რა არის MarTech და რატომ არის ის მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის?

უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ, რა არის MarTech. ის მარკეტინგისა და ტექნოლოგიების ნაზავი ტერმინია, რომელიც ამ სიტყვების შემოკლებითა და გაერთიანებით შეიქმნა. იგი მოიცავს იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მარკეტერები თავიანთი კამპანიებისა თუ სხვა საქმიანობებისთვის იყენებენ.

რატომ უნდა გამოიყენოთ MarTech ბიზნესში? ეს სტატია ამაზე მოგაწვდით ინფორმაციას.

MarTech ინსტრუმენტები სულ უფრო მნიშვნელოვანი ტერმინი ხდება ბიზნესისა და მარკეტინგის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგში ტექნოლოგიის გამოყენება ახალი ხილი არ არის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ MarTech პლატფორმების გამოყენებამ მათი კამპანიების გასაუმჯობესებლად ბოლო წლებში დიდი ზრდა განიცადა. 

მარკეტინგის დანახარჯები ბიზნესებიდან ყოველწლიურად იზრდება. მათი დიდი ნაწილი იხარჯება მარკეტინგულ ტექნოლოგიასა და კონკრეტულად, ციფრულ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზე. 

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი ბიზნესი ინვესტირებას ახდენს მარკეტინგულ ტექნოლოგიაში, უბრალოდ კონკურენციაა. ვინაიდან წამყვანი ბიზნესები ხედავენ MarTech გადაწყვეტილებების მიღების შედეგებს, სხვებს ეშინიათ ჩამორჩენის და ამაში ინვესტიციების შესაძლებლობას ხედავენ.

ამან გამოიწვია MarTech პლატფორმების დანერგვის გაძლიერება, კონკრეტულად გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვა უპირატესობებთან ერთად, გვთავაზობენ ავტომატიზაციას მათი კამპანიებისა და მონაცემთა ანალიზისთვის.

მონაცემები

მონაცემთა სიმრავლემ როგორც დიდ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში, მრავალი გამოწვევა მოიტანა. გამოწვევებმა კი გაზარდა MarTech-ის შესაძლებლობები. 

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მონაცემების, მათი უსაფრთხოების დაცვა. კიბერშეტევის შემთხვევები აუცილებლად ყველას უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული. 

მონაცემები კარგი შესაძლებლობაა, გქონდეს ინფორმაცია შენს კლიენტებზე, რაც ახალ პერსპექტივებს აჩენს კომპანიისთვის. ის ბიზნესს შანსს აძლევს, რომ შეაგროვოს, გააანალიზოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული მონაცემები. 

გარდა ამისა, თანამედროვე MarTech გადაწყვეტილებები, როგორც წესი, თავსებადია სხვა დეპარტამენტების სისტემებთან, რაც ეხმარება მარკეტერებს, გააერთიანონ და მიიღონ ინფორმაცია მთელი ბიზნესის მასშტაბით. რაც უფრო მეტი მონაცემი გაქვთ, მით მეტი ინფორმაცია გექნებათ, რათა შეძლოთ თქვენი კამპანიების მიზანმიმართული სეგმენტირებული ჯგუფების განსაზღვრა თქვენს ყველა პლატფორმაზე.

MarTech ინსტრუმენტები

ახლა ალბათ გაინტერესებთ, კონკრეტულად რომელი ინსტრუმენტები შედის MarTech-ში. გადავხედოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ გადაწყვეტილებას, რომლებიც დღეს გავრცელებულია.

კონტენტის მარკეტინგის სისტემა (CMS)

CMS არის ის, რასაც ბიზნესი იყენებს ვებსაიტის გვერდების სამართავად, იქნება ეს მარტივი ბლოგი თუ საწარმოს ბიზნეს საიტი.

CMS შექმნილია გამოყენების სიმარტივის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პრაქტიკულად არ სჭირდებათ HTML-ის ცოდნა და შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ მარკეტერებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ კოდირება.

იმეილ მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის სხვა სფეროების პოპულარობის მიუხედავად, ელექტრონული ფოსტა კვლავ რჩება სტრატეგიების გადამწყვეტ და ცენტრალურ ასპექტად. 

მონაცემთა ანალიზი ელ.ფოსტის ავტომატიზაციასთან ერთად ძლიერ ეფექტს ქმნის დღევანდელ მარკეტინგულ გარემოში, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს, ავტომატურად გაგზავნოს მაღალი მიზნობრივი კამპანიები, რომლებიც აუმჯობესებენ კონვერტაციის მაჩვენებლებს.

AdTech 

AdTech არის MarTech-ის ფორმა, რომელიც ეხება ციფრული კამპანიების მართვას.

ეს გადაწყვეტილებები რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს, მიაწოდონ მიზნობრივი რეკლამები ყველაზე სასურველ აუდიტორიას, შეაფასონ ამ კამპანიების წარმატება ჩართულობისა და დაწკაპუნების თვალყურის დევნების გზით და შემდეგ გამოიყენონ ეს ინფორმაცია მომავალი კამპანიების დასასახად.

სოციალური მედია

სოციალური მედიის პლატფორმები არა მხოლოდ სასარგებლო ინსტრუმენტია თქვენი კონტენტის სტრატეგიისთვის, არამედ ისინი დამატებით მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს მომხმარებელთა მომსახურებისთვის და სხვა მოთხოვნებისთვის.

თქვენი ჩართულობის გაზომვა სოციალურ მედიაში MarTech გადაწყვეტილებით, გაძლევთ შესაძლებლობას, ნახოთ, რომელი კონტენტის ტენდენციებია საუკეთესო თქვენს პლატფორმებზე. ასევე გეხმარებათ, გაარკვიოთ, თუ რამდენად ეფექტურია თქვენი ურთიერთქმედება მომხმარებლებთან.

SEO

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესისთვის და MarTech გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ SEO-ში ეხმარება. 

SEO ინსტრუმენტები ეხმარება ბიზნესს, განსაზღვრონ საუკეთესო სტრატეგია საძიებო სისტემებში მათი კონტენტის რეიტინგისთვის. რამდენადაც ადამიანები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებული ინტერნეტზე მომწოდებლების საპოვნელად, SEO კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

CRM

MarTech პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა CRM, სასარგებლოა მარკეტინგისა და გაყიდვების გათანაბრებისთვის და ყველაზე ხშირად გამოიყენება B2B ბიზნესის მიერ.

CRM საშუალებას აძლევს თქვენს მარკეტერებსა და გაყიდვების წარმომადგენლებს, ჰქონდეთ წვდომა მომხმარებელთა ყველა მონაცემზე, რომელიც მათ სჭირდებათ ურთიერთობების სამართავად და პერსპექტივების დასახმარებლად.

ეს არის დეშბორდი, რომელზეც წარმოდგენილია ყველაფერი, რაც დაინტერესებულ მხარეებს აინტერესებთ: კლიენტის წინა ისტორია თქვენთან ერთად, წარუმატებელი შეკვეთები, მომხმარებელთა მომსახურების საკითხები და ისეთებიც კი, როგორებიცაა მათი სოციალური მედიის აქტივობა.

რამდენადაც ბიზნესი მარკეტინგს ციფრულ და არა ტრადიციულ საშუალებებზე თვლის, აქცენტი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომლებიც ამ საშუალებებს ეხმარება, უფრო გამოხატული გახდება და უკვე ხდება. შედეგად, მარკეტერები ელოდებიან, რომ კიდევ მეტი ბიზნესი დაინტერესდება MarTech ინსტრუმენტებით.

წყარო: impactmybiz

მარკეტინგი გაძვირდა. როგორ იქცევიან ამ დროს ბრენდები?

ახალგაზრდა გეიმერები უფრო მეტ დროს ატარებენ მეტავერსში