წელს თბილისი რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალს უმასპინძლებს.
Touch.Point-ის მთავარი მიზანია საქართველოში და კავაკასიის რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე პროფესიონალები მეტად დააახლოოს ტექნოლოგიებთან, გაზარდოს მაკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენება და შექმნას ახალი კოლაბორაციების შესაძლებლობები დარგის პროფესიონალებისთვის ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე.
ღონისძიება გააერთიანებს გამომსვლელთა პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპ სესიებს, Q&A სესიებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგისა და კომუნიკაციის წამყვანი სპეციალისტები კომპანიებიდან, როგორებიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა.
პროგრამის ჰედლაინერები უკვე ცნობილია:
- Louisa Ferguson – Global Head of Marketing, Spotify
- Dot Lung – Mother of Social Dragons,
- Ziv Meieri – Creative Lead, Google
- Timmy Ghiarau – Innovation Lead, VR and XR, VOLVO Cars
- Tommy Petrov – Cofounder/CEO, CopySigh AI, ex-Snapchat, ex-Meta
- Gabriela Texeira – Strategy Director, DAVID Madrid
- Andreas Panagiotopoulos – Cofounder/Creative Director at Uncloudy & Co
- Bence Bedner – Creative Director and Strategist
ეს სპიკერების მხოლოდ ნაწილია. სრულ პროგრამას ორგანიზატორები მომდევნო დღეებში დაანონსებენ.
მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია 20-ზე მეტი სესია: პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, Q&A სესიები, 4 ვორქშოფი და ბევრი სხვა საინტერესო სიახლე. დღის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ EURO 2024 დაწყებას და ჩემპიონატის პირველ მატჩს ფესტივალის დიდ ეკრანზე ვუყურებთ.
ფესტივალის ტერიტორია ორ სცენას, ნეთვორქინგ ზონას, ქოვორქინგ სივრცეს, პარტნიორების ზონას და ფუდკორტს გააერთიანებს.
ფესტივალის მასპინძელია TEC-ის, დოდო აბაშიძის 10.
Touch.Point-ის მთავარი პარტნიორია: საქრთველოს ბანკი და D Block
Touch.Point-ის-ის პარტნიორები არიან: Tegeta Cars, Setanta Sports, Mediacity, Borjomi, Port80.
ბილეთების პირველი კალათის გაყიდვები დაიწყო.
[პარტნიორის კონტენტი]