in

როგორი ზრდა აქვს მარკეტინგულ ტექნოლოგიებსა და ციფრული გამოცდილების მართვას?

მარკეტინგული ტექნოლოგია უპრეცედენტო ზრდას განიცდის. მხოლოდ გასულ ათწლეულში 5,233%-ით გაიზარდა. მომდევნო რამდენიმე წელში ციფრულ ტრანსფორმაციაში დახარჯული თანხა, გლობალურ დონეზე, 2.8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. რა არის ციფრულ სტრატეგიაში ინვესტიციის განმაპირობებელი ფაქტორი?

მაღალი რგოლის ხელმძღვანელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება ციფრული ტრანსფორმაციის უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევა. კონკრეტულად კი, მარკეტერების ფოკუსმა კონტენტის საბაზო მართვიდან პერსონიზებული კონტენტის იდენტიფიკაციაზე, შექმნასა და მართვაზე გადაინაცვლა.

ახალი მარკეტინგული პარადიგმა პერსონიზებას რეალურ დროში საჭიროებს, რათა მომხმარებელს მისი საჭიროებისამებრ მოემსახუროს და შედეგების პროგნოზირება შეზლოს. პერსონიზების დონის განსაზღვრისთვის, მარკეტერები ციფრული გამოცდილების ურთიერთდაკავშირებულ პლატფორმებს იყენებენ, იმერსიული კონტენტის ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მასშტაბურად გავრცელებისთვის.

დღესდღეობით, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გამოიმუშაოთ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კონტენტის სტრატეგია. მომხმარებლები თქვენგან თავიანთ საჭიროებებთან თანხვედრას მოელიან, ამიტომ გამოიცანით მათი სურვილები და შესთავაზეთ რელევანტური გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ, პირველ კონტაქტამდე. საბედნიეროდ, მარკეტერების უმრავლესობას ეს ესმის. Adobe-ის ცნობით, მარკეტერთა 77% მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მოთხოვნილების რეალურ დროში გააზრება წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია და რამდენჯერმე ზრდის მარკეტინგში ინვესტიციის რენტაბელობას.

მომხმარებელთა ინდივიდუალური მოთხოვნის დონეს რომ მივაღწიოთ, უმნიშვნელოვანესია, რომ მარკეტერებმა ციფრულ ევოლუციას გაუსწრონ. მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტები, როგორებიცაა მომხმარებელთა ბაზა, ხელოვნური ინტელექტის დახმარება და ციფრული აქტივების მართვა გვეხმარება წინასწარ მივიღოთ გადაწყვეტილება სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც შემდგომ, მომხმარებლების მომსახურებას უზრუნველყოფს.

პერსონიზებული გამოცდილების უზრუნველყოფა ახლა ახალი სტანდარტია. მომხმარებლებს უნდათ, რომ მათი მომსახურება ისეთივე უპრობლემო და მრავალფეროვანი იყოს, როგორც მაგალითად, Amazon-ზე.

მნიშვნელოვანია სერვისის მიწოდების სისწრაფეც – სწრაფი კომპანიები მოგების 40%-ს სწორედ ტემპის დამსახურებით იღებენ.

მარკეტინგული ტექნოლოგიების დანერგვისას მნიშვნელოვანია:

მომხმარებელთა ბაზის მართვა. მას შემდეგ, რაც Google-მა და Apple-მა (iOS 14-ით) Cookie ფაილებზე წვდომა შეზღუდეს, მარკეტერები იძულებულები გახდნენ საკუთარი ბაზები გამოიყენონ. Customer Data Platform პლატფორმები მომხმარებელთა მონაცემებზე მრავალი არხის გამოყენებით გადიან და მარკეტერებს მომხმარებელთა ქცევის შესწავლის საშუალებას აძლევენ.

მარკეტინგის სამუშაო პროცესის ინსტრუმენტები მარკეტერებს ეხმარებათ გამოიმუშაონ და გაავრცელონ კონტენტი მარკეტინგული კამპანიებისთვის. შექმნა ერთ, ცენტრალიზებულ ადგილას ხდება და იძლევა გარანტიას, რომ კონტენტის რესურსები სწორად იქნება მოხმარებული.

ციფრული აქტივების მართვა. კონტენტის ყველა აქტივის მართვა ერთი და იმავე მარკეტინგული ეკოსისტემიდანაა შესაძლებელი.

ხელოვნურ ინტელექტს (AI) უდიდესი როლი აქვს პერსონიზებასა და ექსპერიმენტებში. დღეს, ციფრული გამოცდილება მის გარეშე, პრაქტიკულად, არ არსებობს. მას შეუძლია აქტივების ისეთი სწორი კომბინაცია უზრუნველყოს, რაც დროსა და რელევანტურობასთან მიმართებაში იქნება ეფექტური. შესაბამისად, კონტენტის ხელით მართვა აღარაა საჭირო.

 

წყარო: multichannelmerchant

როგორ შევქმნათ კარგი ლოგო? — 5 წესი

Bogpay.ge — გადახდების ციფრული პლატფორმა საქართველოს ბანკისგან