in

როგორ გარდაქმნიან ორგანიზაციები თავიანთ მარკეტინგულ ტექნოლოგიებს, 2023 წელს?

2023 წელს მარკეტერებს მნიშვნელოვანი ცვლილება მოუწევთ მარკეტინგულ და ციფრულ ტექნოლოგიებში, იმის მიუხედავად, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი პროგრესი 2022 წელს. ახალი ტექნოლოგიური პლატფორმები, მოწყობილობები და ტენდენციები მომხმარებელთა ახლებური ქცევის შესწავლაში დაეხმარებათ.

როგორ შეიცვლება მომხმარებელთა ქცევა და რა გამოცდილების შეთავაზება დაგჭირდებათ მათთვის 2023 წელს, კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად, ამ სტატიაში გიამბობთ.

ახალი ტექნოლოგიების განახლება და დანერგვა აუცილებელი მოთხოვნაა კორპორაციებისთვის, რადგან მასში უფრო მეტი ადამიანია ჩართული და სისტემაც უფრო კომპლექსურია. სწორედ ამიტომ მათ კომპოზიტური ინფრასტრუქტურა დასჭირდებათ. კორპორაციები, რომლებიც ვერ აუწყობენ ფეხს სწრაფ ცვლილებებს, დაიღუპებიან.

კვლევითი კომპანია Gartner-ის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებმაც კომპოზიტორი მიდგომა უკვე 2022 წელს დანერგეს, 80%-ით გაუსწრებენ კონკურენტებს.

მაგალითად, 2022 წელს, ციფრული გამოცდილების პლატფორმა (DXP) Sitecore-მა კომპოზიტური სერვისები, რაც ორგანიზაციებს, როგორიცაა Cirque du Soleil, საშუალებას აძლევს აირჩიონ სხვადასხვა ციფრული ეკოსისტემა.

სპეციალისტების თქმით, კომპოზიტური ინფრასტრუქტურის დანერგვასთან ერთად, მოსალოდნელია დეცენტრალიზებულ IT მოდელზე აქტიურად გადასვლა. ამ ეტაპზე, მოიმატებს ისეთი ტექპროფესიონალების დაქირავების ტენდენცია, რომლებიც ახალ მიდგომას მოერგებიან.

უფრო მეტად მოიმატებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკეთესი მობილური გამოცდილების შესაქმნელად. მომხმარებლებს აქვთ ონლაინ შოპინგის სურვილი და აქტიურად ეძებენ უკეთეს ციფრულ გამოცდილებას, რომლის საშუალებითაც სასურველ ნივთებს სმარტფონების საშუალებით, მარტივად შეიძენენ. უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლები კომპანიებისგან ციფრულ კომუნიკაციებს შეეჩვიენ. სწორედ ციფრული სამყარო იყო ერთადერთი კავშირი, რომელიც კომპანიებს ჰქონდათ მომხმარებლებთან პანდემიის ჩაკეტვის დროს. ახლა, მომხმარებლები უკეთეს კავშირს ეძებენ მათთან.

AI, ასევე, სულ უფრო მეტად იქნება დანერგილი კონტენტ მარკეტინგში. ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, რადგან ამ ეტაპზე, ხელოვნურ ინტელექტს კონტენტის მხოლოდ საბაზისო დონეზე შექმნა შეუძლია.

გენერაციული AI სწრაფად შეიცვლება 2023 წელს. AI უფრო დიდ ადგილს დაიკავებს SEO-ზე ორიენტირებული კონტენტის შექმნაში, რომელზეც ამ დრომდე, ადამიანები მუშაობდნენ. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში, კონტენტის სიჭარბემდე სწრაფად მივიდეთ, რაც გვაიძულეებს ვკონცენტრირდეთ უფრო მაღალ ხარისხსა და კონტენტის ლაკონურობაზე.

მომხმარებლები უფრო მეტად მომთხოვნი იქნებიან ფასის მიმართ

მოსალოდნელმა ეკონომიკურმა ვარდნამ მომხმარებლებს უბიძგა უკეთ გაერკვენ ფასებში, შეცვალონ ეკონომიკური ქცევა და მეორეულ შოპინგს მეტი დრო დაუთმონ. მეორეული შოპინგის მოცულობა, 2020 წლიდან დღემდე, გასამმაგდა, რაც დამატებით, ახალი შესაძლებელობაა ახალგაზრდა თაობისთვის. მყიდველებისთვის ბევრად მეტი სიახლე შეიქმნება და არაერთი ბრენდი აქცენტირებას ფასზე გააკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება ამერიკელი მომხმარებლისთვის, ის მაინც ვერ გახდა მთავარი პრიორიტეტი, ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალობის გამო.

მომხმარებელთა პრიორიტეტების შემცირება სულაც არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის, ავთენტურობისა და შთამაგონებელი კომუნიკაციის გარეშე უნდა განაგრძონ მუშაობა – ეს კომპონენტები კვლავაც აქტუალურია. ყიდვის მოტივაცია ამჟამად დაბალია და მომხმარებლები ზედმეტ ხარჯს კიდევ უფრო ერიდებიან. ამის მიუხედავად, ბევრი მომხმარებელი არის მზად უკეთესი გამოცდილებისთვის.

2023 წელს, მოსალონდელია, რომ მომხმარებლისთვის პრიორიტეტული იქნება ის, თუ რას, როდის და რამდენს ყიდულობენ ისინი – ეს გავლენას იქონიებს მათ არჩევანს მუსიკაზე, მოგზაურობასა და სხვა ყიდვით ჩვევებზე.

პირდაპირი შოპინგი უფრო მეტად გააქტიურდება. ყოველ შემთხვევაში, საცალო მოვაჭრეები სწორედ ამას ელიან 2023 წლისგან და მიიჩნევენ, რომ შემოსავლის ჯერ კიდევ, მთავარი წყაროა.
გაყიდვების გაზრდაზე გავლენას ისიც ახდენს, თუ სად განათავსებთ ყიდვის ღილაკს ან კალათას ხატულას. ამ ერთ დეტალს შეუძლია ნებისმიერი სოციალური პლატფორმა იქომერსისთვის კომფორტულ ადგილად აქციოს.

უკვე ვახსენეთ, რომ კორპორაციები გამოიყენებენ კომპოზიტორ ინფრასტრუქტურას ციფრული ტრანსფორმაციისთვის. სწრაფი ადაპტაციის კი, ეს პროცესი მომხმარებელთა გამოცდილების (CX) Low-code პროცესების დანერგვასაც მოიცავს.

მობაილ ოპტიმიზაცია და ვერიფიკაცია ელ.ფოსტით

წელს, მარკეტერებს შესაძლებლობა ექნებათ დაეყრდნონ ტექნოლოგიას, რომელიც სამიზნე აუდიტორიის მიერ თავიანთი ელ.ფოსტების ნებაყოფლობით გაზიარებას ეფუძნება. ეს გადაწყვეტილებები ამოწმებს ელ.ფოსტის რეალურობას და შეისწავლის მომხმარებლის ქცევას. ეს ციფრული ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად დაეხმარება გამგზავნის რეპუტაციის გაზრდას. 2023 წელს, მობილური ოპტიმიზაცია გადამწყვეტი იქნება მომხმარებელთა უწყვეტი ნაკადისთვის. მნიშვნელოვანია თქვენი გზავნილის ადაპტაცია ყველა ტიპის მოწყობილობაზე, რომელსაც მომხმარებელი იყენებს.

 

წყარო: martech

ნახეთ: ყვავილების მინდვრებში მოსეირნე პოლარული დათვები

რა უნდა იცოდეთ მობილური აპლიკაციების A/B ტესტირების შესახებ