პირველ საერთაშორისო მარტექ ფესტივალამდე, Touch.Point-მდე 1 დღე რჩება!
ერთად გადავავლოთ თვალი, რა გველოდება ხვალინდელ ღონისძიებაზე.
პირველი ფესტივალი ჯამში 22 საერთაშორისო და ქათველ სპიკერს დაუთმობს სცენას.
სრულ პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ივენთის ვებგვერდზე: https://touchpoint.ge/program
მთავარი თემებისა და პანელური დისკუსიების პარალელურად, მსმენელს ორი ძალიან საინტერესო ვორკშოპი ელოდება Google-ის რეკლამის არქიტეტორისგან.
Touch.Point-მა უკვე გააზიარა ღონისძიების რუკა. Მთავარი სცენა, ნეთვორქინგის ზონა, პარტნიორების ზონები, ქო-ვორქინგის ზონა, ვორკშოპების ზონა – ეს არის ფესტივალის მთავარი სივრცეები, რომლებსაც არტარეა უმასპინძლებს.
საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, ორგანიზატორები მარკეტერებს საინტერესო კონსურსსაც სთავაზობენ – AI Creathon, რომელიც ყველაზე ცნობისმოყვარე მარკტერებს საშუალებას მისცემს, ადგილზე, მარტივი ბრიფების დამუშავებით, თავად გამოცადონ AI-ის შესაძლებლობები. ხოლო საუკეთესო ნამუშევრის ავტორი Alta-სგან საჩუქრად Lenovo Tab P11-ს მიიღებს.
[R]