in

5 მიზეზი, თუ როგორ გეხმარებათ Martech-ის გააზრება კარიერულ წინსვლაში

უკვე დიდი ხანია, დავრწმუნდით, რომ ტექნოლოგია მარკეტინგისთვის გადამწყვეტია და მარკეტერები, რომლებსაც ესმით ეს, თავიანთ კომპანიებსა და კარიერას უკეთეს მდგომარეობაში აყენებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ეს გააზრებული არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სტატიის დიდი ნაწილი ფოკუსირებულია თავად ინდუსტრიის ცვლილებებზე, ვიდრე ტექნოლოგიის გამოყენების ცალკეულ შემთხვევებზე, ამ უკანასკნელის კვლევა სულ უფრო მნიშვნელოვანია.

1. მარკეტინგული შეთანხმებების მიღწევა გამარტივებულია

ათწლეულების მანძილზე ჩვენ გვესმოდა მარკეტინგისა და გაყიდვების მორგების მნიშვნელობა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მარკეტინგის მნიშვნელობა არსებითად გაიზარდა, რის შედეგადაც გაიზარდა პასუხისმგებლობა, ბიუჯეტი; საჭირო გახდა სამუშაო კადრების დაყოფა შიდამარკეტინგის გუნდებად.

თითოეულ ამ ინდივიდუალურ მარკეტინგულ გუნდს აქვს სისტემებისა და ხელსაწყოების საკუთარი ნაკრები. მარკეტინგის გუნდებს შორის მონაცემთა უწყვეტი ნაკადი უამრავ სარგებელს იძლევა, ამიტომ ტექნიკური ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ გესმით მეზობელი გუნდების მიერ გამოყენებული ყველა ტექნოლოგია და მათ მიერ შექმნილი ღირებულებები, ვერასოდეს მიაღწევთ იმ შესაბამისობას, რომელიც აუცილებელია როგორც თქვენი გუნდისთვის, ასევე მთლიანი ორგანიზაციისთვის.

2. თქვენი უფროსი მუდამ კმაყოფილია

CMO, მარკეტინგის VP ან თუნდაც მთავარი მარკეტინგის ტექნოლოგიების ოფიცერი დამოკიდებულია განყოფილების სპეციალისტების გამოხმაურებაზე – მარკეტინგული ოპერაციები, მოთხოვნის გენერაცია, მომხმარებელთა გამოცდილება, მედია და ა.შ. ყოველდღიურად). ამიტომ თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ ის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებთ. აქვე, რაც უფრო მეტად შეძლებთ თქვენი შეხედულებისამებრ განათავსოთ მთელი MarTech-ი შესაბამის კონტექსტში, მით უფრო ღირებული იქნება თქვენი ინფორმაცია თქვენი უფროსისთვის და სხვა მარკეტინგის თანამშრომლებისთვის. ჩვენ კი ყველამ ვიცით, რომ როცა უფროსი კმაყოფილია, ეს კარგია თქვენი კარიერისთვისაც.

3. ახალი ტენდენციებისა და ინდუსტრიის ცვლილებებისთვის უფრო მომზადებული იქნებით

MarTech-ის კატეგორიები გავლენას მთლიან მარკეტინგზე ახდენს. ეს შეიძლება ეხებოდეს სოციალურ მედიას, მთელ ციფრულ მარკეტინგს, მარკეტინგულ ავტომატიზაციას, კონტენტის შექმნასაც კი.

ზოგადად, ახალ ტექნოლოგიურ განვითარებას მარკეტინგის სპექტრის ერთ ბოლოში თითქმის ყოველთვის აქვს ტალღოვანი ეფექტი, რომელიც გადადის მეორე ბოლომდე.

4. მოთხოვნის ორკესტრირება უფრო ადვილი იქნება თქვენთვის და თქვენი ორგანიზაციისთვის

ცხადია, ძნელია საჭირო ტექნოლოგიური ინტეგრაციისა და პროცესის ჩართვა და გასწორება მთელ სისტემაზე. თუ თქვენ მოთხოვნების გენერირებაზე მუშაობთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვადასხვა აქტივობიდან შემოსულ ღირებულ შეხედულებებს. იქნება ეს ვებსაიტის პერსონალიზაცია, პროგნოზირებადი ანალიტიკა თუ სხვა.

მარკეტერები ზოგჯერ ვერ იღებენ ამ ინსაითებს, როდესაც მისი მომწოდებელი წყაროები გათიშულია. მოთხოვნის ორკესტრირება არის B2B მარკეტინგული მიდგომა, რომელიც გამოიყენება მარკეტინგული აქტივობების ეფექტური კოორდინაციისთვის, რომლის მიზანიც მეტი მომხმარებლის მოზიდვა და შემოსავლის გაზრდაა. მისი მთავარი დანიშნულება მონაცემთა წყაროების გაერთიანება და მარკეტინგული არხების კოორდინაციაა.

5. Martech პრინციპების ცოდნით, მეტად მოიგებთ რეკრუტერების გულს

შეიძლება მუშაობთ გარკვეულ მიმართულებაზე მარკეტინგში, მაგრამ თუკი განაცხადებთ კანდიდატურას ახალ პოზიციაზე, ის მარკეტერი, რომელიც კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში, აქვს გამოცდილება კონტენტ მარკეტინგის სისტემებთან და მედიის შესყიდვის პროგრამულ უზრუნველყოფაში, შეუძლია ისაუბროს მარკეტინგული გუნდის ენაზე და ხელს შეუწყობს ინოვაციურ იდეებს ბერკეტების გამოყენების შესახებ, აუცილებლად მეტ ყურადღებას მიიპყრობს.

MarTech ინდუსტრიის სიღრმისეული გაგება ადვილი არ არის, მაგრამ ღირს ძალისხმევად. ყოველდღე თხუთმეტწუთიანი კვლევაც რომ ჩაატაროთ, უკვე კარგი დასაწყისია. აირჩიეთ Chiefmartec.com სუპერგრაფიკის განყოფილება, დაათვალიერეთ მიმწოდებლის რამდენიმე ვებსაიტი და წაიკითხეთ ერთი ან ორი გვერდი.

თუ ამას აკეთებთ ყოველდღე ან თუნდაც კვირაში რამდენჯერმე, თქვენი ცოდნა, ღირებულება და თავდაჯერებულობა გაიზრდება.

Agile SCRUM-ის ქართულენოვანი კურსის გავლა უკვე Udemy-ზეც შეგიძლიათ

თამამი ბრენდები YouTube-ზე „ცხოვრობენ“