in

“Martell”-ის საიუბილეო ბოთლი 10 000 ევროდ გაიყიდება

ერთ-ერთი უძველესი კონიაკის სახლი “Martell” თავის 300 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო სერიის დიზაინი და კონიაკის ისტორიის ახალი ნაწილი ფრანგმა მხატვარმა ბერნარ ვენემ შექმნა.

კოლექციის ავტორების განმარტებით, დიზიანის მინიმალისტური გადაწყვეტა მომხმარებლის გემოვნების შესაბამისად გააკეთეს. მეტალის ხაზები Martell-ის სახლის 300 წლის ისტორიის სიმბოლოა. რაც შეეხება ბოთლს მას წვეთის ფორმა აქვს. დიზაინში Martell-ის ორი თვისებაა გაერთიანებული – ელეგანტურობა ბოთლში, ხოლო სიძლიერე მეტალის ხაზებში.

საიუბილეო ბოთლი მხოლოდ 300 ცალი იქნება და თითოს ფასი 10 000 ევროს შეადგენს.

513889375BD00083_Martell_Pr-1024x667 Martell Premier Voyage Graphite

Volkswagen-ის სოციალური კამპანია

ახალი ისტორიული ფურცელი საქართველოს მარკეტინგის და რეკლამის სფეროში! საქართველო კანის ფესტივალის რუკაზეა!