მაშინ, როცა მსოფლიო ავტომობილების ელექტრიფიკაციისკენ მიისწრაფვის, ქართული კომპანია „მარტEV“ შთამბეჭდავ სიახლეებს გვთავაზობს. მისი მიზანი ყოველთვის იყო მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და ის ამბავიც, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ, ამ მისიის გაგრძელებაა.
მარტEV ელექტრომობილების სწრაფ DC დასამუხტ სადგურებს ამატებს თბილისში და ამისთვის 132 ახალ ლოკაციას აითვისებს. კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა თბილისის მერიასთან, რომლის პირობების თანახმადაც, მომდევნო 8 თვის განმავლობაში სრულად დაამონტაჟებს აღნიშნულ სადგურებს. ამასთან, ის უზრუნველყოფს დამტენების გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირებასა და მომხმარებლისთვის საჭირო სერვისის მიწოდებას. შესაბამისად, ვისაც ელექტრომობილები ჰყავს, აღარ მოუწევს ადგილების ძებნა მანქანის დასამუხტად, რადგან მათი რაოდენობა თბილისში მკვეთრად გაიზრდება.
იმისათვის, რომ ეს პროექტი განეხორციელებინა, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო აუქციონში, სადაც გამოცხადებული 3 ლოტიდან 2-ის გამარჯვებული გახდა. დღეის მდგომარეობით კი, მარტEV-ს 70-ამდე დასამუხტი სადგური აქვს განთავსებული დედაქალაქში.
„დღეს ელექტრომობილები ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებადი სექტორია და ჩვენი კომპანიაც ფეხს უწყობს ამ განვითარებას. შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისაგან განსხვავებით, ელექტრომობილი არ აბინურებს გარემოს მავნე გამონაბოლქვით და მომხმარებლისთვისაც საკმაოდ ბიუჯეტურია. ჩვენი კომპანიის მიზანია, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოგადაადგილებისათვის მოქნილი პირობების დანერგვა.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ ბიზნესმა იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე, არამედ გააცნობიეროს და პასუხისმგებლობა აიღოს იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ახდენს ადამიანებსა და ბუნებაზე. დღეს კიბოთი ავადობის გლობალური სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია – გაზრდილია კიბოთი ავადობა და შემცირებულია დიაგნოსტირების ასაკი. ყოველ წელს 100-ამდე ბავშვი ავადდება სიმსივნით. სიმსივნეების გაახალგაზრდავების ზუსტი მიზეზების დასახელება ძნელია, თუმცა მაპროვოცირებელ ფაქტორთა შორისაა გარემოს დაბინძურება. ელექტრომობილების პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ხელი შევუწყოთ გამონაბოლქვის შემცირებას და ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე” – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიგი ხოჯევანიშვილი.
მარტEV 2018 წელს დაფუძნდა და გამოჩენიდან ერთი წლის მანძილზე 25 ელექტროსადგური დაამონტაჟა თბილისში. ასევე, თანამშრომლობდა ბიზნესებთან, რათა კერძო ტერიტორიებზე განეთავსებინა დასამუხტი სადგურები. ერთ-ერთი ასეთია „ლისი ვერანდა”. პარალელურად, იგი აქტიურია ეკომეგობრული ინიციატივების კუთხით და მხარს უჭერს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა ელექტროდამტენების სადგურების კერძო ჰაბების შექმნა და სხვა. აღსანიშნავია, რომ მარტEV-ის ელექტროდამტენები თბილისის მოსახლეობას 2024 წლის ნოემბრამდე უფასოდ ემსახურებოდა.
გარდა ამისა, მარტEV-მა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლისთვის დამუხტვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულ ხდის. მისით სარგებლობისთვის, უბრალოდ, უნდა გადმოწეროთ აპი და გაიაროთ რეგისტრაცია, შემდეგ კი დაჯავშნით ხელსაყრელ სადგურს, მიხვალთ და დატენით ავტომობილს.
აპლიკაციის გადმოსაწერი ბმულები: App Store, Google Play
თვითონ სახელწოდებაც გვეუბნება, რომ მარტEV ელექტრომობილების მძღოლებისთვის მოსახერხებელ პირობებს ქმნის, რათა შეუწყოს ხელი ჯანსაღი მომავლის შექმნას გარემოსთვის. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია, მიმართოს მის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც მუშაობს მესენჯერსა და სატელეფონო ხაზზე. ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან მცირე დროში კომპანიამ მოახერხა ნდობის ჩამოყალიბება და ახალ, ფართო მასშტაბებზე გასვლა.
[R]