in

Martex Academy – შენი ციფრული გზამკვლევი

სულ ახლახანს ციფრულმა მარკეტინგულმა სააგენტო „მარტექსი/Martex“-მა სატრენინგო მიმართულების Martex Academy-ს შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

Martex „მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაციის (SMEDA)” შვილობილი ბრენდია, რომელიც ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს კონცენტრირებულად SME ბიზნესს სთავაზობს, ბაზარზე ყველაზე ხელსაყრელი პირობებით და ამავდროულად მაღალი ხარისხის დაცვით. ბრენდი ძალიან სწრაფად იზრდება და საკუთარ მომსახურებას ავრცელებს როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. SMEDA-ს წევრები, როგორც სხვა სერვისების შემთხევვაში, მომსახურებას მარტექსისგანაც სპეციალური პირობებით იღებენ.

Martex Academy-ს შექმნა Martex-ის განვითარების მომდევნო ეტაპია. აკადემია მასიურად მოამზადებს და გადაამზადებს ციფრული მარკეტინგით და IT მიმართულებით დაინტერესებულ პირებს მთელი საქართველოს მასშტაბით, პრიორიტეტულად კი რეგიონებში, სადაც მსგავს შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა შედარებით დაბალია. ამავდროულად, ადგილობრივად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელია ისეთი პროფესიების დაუფლება, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ რეგიონის დატოვების გარეშე შეძლონ მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა და კარირიერის განვითარება ისეთ სფეროებში, რომელთა საჭიროება ყოველდღიურად იზრდება როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში.

Martex Academy ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. პროექტის ფარგლებში 3 მუნიციპალიტეტიდან (ლაგოდეხი, ხულო, ქედა) შეირჩა და უფასოდ გადამზადდება 90 ახალგაზრდა, პროექტი უკვე მიმდინარეობს. პროექტის ბენეფიციარები 3 თვის განმავლობაში შეისწავლიან სოციალური მედიის მართვას, რომლის დასრულების შემდეგაც დამოუკიდებლად შეძლებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში კომპანიის გვერდების შექმნას და მართვას. ბენეფიცირების შერჩევის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ინტერესი მათი მხრიდან მოსალოდნელზე დიდი აღმოჩნდა, რაც მიანიშნებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მზაობაზე, რომ დაეუფლონ ციფრულ პროფესიებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდების დასაქმებაზე SMEDA იზრუნებს. სექტემბერში ბათუმში და ლაგოდეხში დაგეგმილია მასშტაბური დასაქმების ფორუმები, რომლებზეც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული მხარეები, როგორც ადგილობრივად, ასევე დედაქალაქიდან. ასევე, SMEDA უზრუნველყოფს, რომ გადამზადებული ახალგაზრდების დაკავშირება მოხდეს SMEDA-ს წევრ და Martex-ის პარტნიორ კომპანიებთან, რათა დასაქმების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ასევე, სექტემბრიდან Martex Academy მომხმარებელს უკვე შესთავაზებს სხვადასხვა თემატიკის, დიზაინისა და ხანგრძლივობის ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს, როგორც ციფრული მარკეტინგის, ისე IT მიმართულებით.

Martex Academy – შენი ციფრული გზამკვლევი!

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია SMEDA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

[R]

ღორის კანისგან დამზადებული თვალის რქოვანით 20 პაციენტს მხედველობა აღუდგინეს

უკვე დროა, კარიერული პორტფოლიოების შეთავაზება დაიწყოთ