in

მარტი „ყველაზე ცხელი“ თვე იყო!

ევროპის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ მარტი ყველაზე ცხელი რეკორდული თვე იყო, ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ კი შოკისმომგვრელად მაღალ დონეს მიაღწია. საგანგაშო სიტუაცია კლიმატის ექსტრემალურმა პირობებმა და მზარდმა სათბურის ემისიებმა რომ გამოიწვია, ეს კარგად ვიცით, მაგრამ არსებული სიტუაცია კვლავ მიგვანიშნებს, რომ საჭიროა უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა გლობალური დათბობის ეფექტები შევამსუბუქოთ.

M2
M2

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ივნისის შემდგომ ყოველი თვე ყველაზე ცხელის სტატუსს ირგებს და ამ მხრივ არც 2024 წლის მარტი ყოფილა გამონაკლისი… ზედიზედ მეათე თვეა, რომელმაც საკუთარი ტემპერატურის რეკორდი მოხსნა! ევროკავშირის Copernicus Climate Change Service-მა (C3S) განაცხადა, რომ გლობალურად მარტი 1.68 გრადუსით ცხელი იყო იმაზე, რაც საშუალოდ 1850-1900 წლებში გვქონდა. 

მართალია, გასული თვის რეკორდი მხოლოდ 0.1 გრადუსით გაუმჯობესდა, მაგრამ თუ C3S-ის დირექტორის მოადგილე სამანტა ბერჯესს დავუჯერებთ, თავად ზრდის ტენდენციაა აქ საგანგაშო — პლანეტის დიდმა ნაწილმა სამხრეთ ამერიკაში, ანტარქტიდაზე და აფრიკიდან გრენლანდიამდე მარტში საშუალოზე მაღალ ტემპერატურას გაუძლო. 

ამასთან, მარტმა ყველაზე ცხელი 12-თვიანი პერიოდი დაასრულა, რომელიც 1.58 °C-ით მეტია პრეინდუსტრიულ საშუალო მაჩვენებელზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2015 წელს პარიზში მსოფლიო ლიდერების მიერ შეთანხმებული 1.5 გრადუსის დათბობის ლიმიტი დაირღვა, რადგან იგი ათწლეულებში იზომება და არა, ყოველწლიურად. მიუხედავად ამისა, IPCC გვაფრთხილებს, რომ ეს 2030-იან წლებში შეიძლება მოხდეს.

არანაკლებ შოკისმომგვრელი იყო წყლის ზედაპირის ტემპერატურაც, რომელმაც თებერვლის რეკორდი მარტში კიდევ ერთხელ მოხსნა. ეს კი საკმაოდ უჩვეულო ამბავია… ხოლო ცხელი ოკეანეების ატმოსფეროს მეტად დატენიანებას ნიშნავს, რამაც შესაძლოა, არაპროგნოზირებადი ამინდები გამოიწვიოს, იქნება ეს ძლიერი ქარი თუ წვიმა.

ვიცით, რომ რაც უფრო დათბება გლობალური ატმოსფერო, მით უფრო ექსტრემალურ მოვლენებს მივიღებთ, მით უფრო უარესსა და ინტენსიურს. ვიცით, რომ პერიოდი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ყველაზე ცხელია იმასთან შედარებით, რაც ბოლო 100 000 წელში იყო… ეს ფაზის ცვლილებაა თუ კლიმატის სისტემის შეფერხება?! ჩვენ ჯერ ნამდვილად ვერ ვიაზრებთ, რატომ გვაქვს დამატებითი სიცხე 23/24-ში. მათი უმეტესობის ახსნა კი შეგვიძლია, მაგრამ ეს ყველაზე არ ვრცელდება, — განმარტავს ბერჯესი.

თუმცა ფაქტია, რომ კაცობრიობა კვლავ აყენებს პლანეტას იმ ემისიების წინაშე, რომელიც ტემპერატურის დათბობას იწვევს და სანამ არ მივიღებთ ნულოვან მაჩვენებლებს, ჩვენ კვლავ გავხდებით ტემპერატურის მატების მომსწრე….

93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები — „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს

Dove AI-ის მიერ გენერირებული სურათების წინააღმდეგია!