in

ორბიტერმა მარსის მთვარის აქამდე უცნობი დეტალები გამოავლინა!

შესაძლოა, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) Mars Express-ის ორბიტერი ცოტა ძველი იყოს, რადგან თითქმის 20 წლის წინ, 2003 წელს, გაეშვა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ამჟღავნებს კოსმოსის საიდუმლოებებს. ახალი პროგრამული განახლებით აღჭურვილმა MARSIS-ის ინსტრუმენტმა, ვეტერანმა კოსმოსურმა ხომალდმა, მარსის ერთ-ერთი თანამგზავრი ფობოსი, რომლის წარმოშობაც ასტრონავტებისთვის ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული, ახლა უფრო სიღრმისეულად შეისწავლა.

M2
M2

მართალია, ანალიზის ადრეულ ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე მთვარის ზედაპირის ქვემოთ არსებული, აქამდე ჩვენთვის უცნობი მახასიათებლები დავინახეთ. აღფრთოვანებული ვართ იმ როლით, რომელიც MARSIS-მა შეიძლება შეასრულოს ფობოსის წარმოშობის საიდუმლოების ამოხსნაში, — აცხადებს ანდრეა ჩიჩეტი, MARSIS-ის გუნდის წევრი. 

ფობოსი და დეიმოსი მარსის ორი პატარა მთვარეა, მათი სახელები კი ბერძნული შიშისა და პანიკის ღმერთებისგან მომდინარეობს. თუმცა დიდად არც მთვარეს ჰგვანან, რადგან, მაგალითად, ფობოსის დიამეტრი 27 კილომეტრია, რითაც იგი უფრო მეტად ასტეროიდს ემსგავსება და არა, დედამიწის სფერულ თანამგზავრს… ამ უცნაურმა, მაგრამ მომხიბვლელმა მახასიათებლებმა კი უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო.

მარსის ორი პატარა მთვარე დატყვევებული ასტეროიდებია თუ შეჯახების დროს მივიღეთ, ეს კვლავ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება. მართალია, მათი გარეგნობა ამბობს, რომ ისინი ასტეროიდები არიან, მაგრამ ის გზა, რომლითაც მარსის ირგვლივ მოძრაობენ, სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს, — ამბობს კოლინ უილსონი, Mars Express-ის მეცნიერი.

345-მეტრიანი ანტენით MARSIS-ს დაბალი სიხშირის რადიოტალღების გასროლა და ფობოსის ბირთვის სიღრმეში შეღწევა შეუძლია. შესაძლოა, ზედაპირამდე ბევრმა ტალღამ ვერ მიაღწიოს, მაგრამ, რომელიც ამას მოახერხებს, მინი-მთვარის ინტერიერში შიდა სტრუქტურებსა და სხვადასხვა მასალის საზღვრებს შორის მოხვდება. 

ხოლო იმ ანარეკლების შესწავლა, რომლებიც “radargram”-შია მოქცეული, მეცნიერებს ფობოსის ზედაპირული სტრუქტურებისა და საერთო შემადგენლობის შესახებ უკეთეს სურათს მისცემს — ნათელი ხაზები მეტ-ნაკლებად უვნებელ ზედაპირულ ანარეკლებზე მიუთითებს, მაგრამ, მეცნიერთა თქმით, უფრო მკრთალი ანარეკლიც არსებობს, რაც მიწისქვეშა სტრუქტურების ნიშნები უნდა იყოს. 

ამ საიდუმლოს გასარკვევად კი ESA იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობას აპირებს, რათა შეაგროვოს ნიმუშები ფობოსის ზედაპირიდან MMX-ში, ანუ მარსის მთვარის კვლევის მისიაში, რომლის გაშვებაც 2024 წლისთვის იგეგმება.

“Smile Gap” — საქველმოქმედო კამპანია, რომელიც ბავშვებს კბილების მოვლაში ეხმარება

Ralph Lauren-ის ცნობილ ლოგოში ცხენს ლამა ანაცვლებს — ბრენდი Fortnite-ში მოხვდა