in

სიყვარულია, როცა ერთი ყურსასმენით უსმენთ მუსიკას… – AXE-ის კამპანია

AXE და DJ Martin Garrix უკვე მეორე წელია აგრძელებს კოლაბორაციას. ამგვარად, AXE ახალი მუსიკალური პლატფორმის შექმნას აანონსებს. DJ მარტინ გარიქსი მსოფლიოს საუკეთესო 100 დიჯეის შორისაა. ბრენდმა, მასთან თანამშრომლობით, სიყვარულის ამბავზე გადაიღო ვიდეორგოლი. პირველი რეკლამა 2018 წელს შეიქმნა და მას 60 მლნ-მდე ნახვა ჰქონდა. მეორე ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც გამოვიდა და მისმა ნახვების რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა. AXE გვიყვება სიყვარულის ამბავს, სადაც გოგოსა და ბიჭს ერთმანეთისკენ საერთო ყურსასმენი იზიდავს. ვიდეორგოლს ფონად მუსიკოსის კომპოზიცია These are the times გასდევს. ბრენდის შეფასებით, ესაა ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური მომენტი – მუსიკის გაზიარება ყურსასმენებით. კამპანიაზე სააგენტომ 72andSunny Amsterdam იმუშავა. ვიდეორგოლის გარდა, შეიქმნა კამპანიაც #movesyoucloser, რომელიც შეყვარებულებს მოუწოდებს, გადაიღონ და ატვირთონ თავიანთი ვიდეოები, ამ თემატიკაზე.

 

ჩინეთში ბავშვმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა

როგორ დაგვრჩა ყურადღების მიღმა ყველაზე მთავარი აღმოჩენა? – SKYN-ის კამპანია