კომპანია Bacardi მსუბუქი და პრემიუმსასმელების მიმართ მზარდ მოთხოვნას პასუხობს და განახლებულ MARTINI-ს წარმოადგენს. MARTINI ის ბრენდია, რომელიც არა მხოლოდ Bacardi-ს პორტფელში იკავებს საპატიო ადგილს, არამედ ზოგადად, სასმელების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. ამიტომ, მისი პრემიუმიმიჯის კიდევ უფრო გაძლიერებით, Bacardi მომხმარებლებისთვის ახალ გამოცდილებებს ავითარებს და გვთავაზობს ბოთლის შეცვლილ, უფრო თანამედროვე ვიზუალს.

„დღისით ალკოჰოლის დალევის ტენდენციის ზრდასთან ერთად, აპერიტივო გადაიქცა უფრო თანამედროვე და სტილურ გამოცდილებად,“ – ამბობს ემა ფოქსი, MARTINI & ST-GERMAIN-ის ვიცე პრეზიდენტი”, – „ჩვენი MARTINI ვერმუტის ხაზი, თავისი გამორჩეული მომწარო-მოტკბო არომატებითა და მსუბუქი გემოთი, იდეალურად ერგება ამ გლობალურ ტრენდს. ვიწვევთ ახალ თაობას, MARTINI-ს ახალ ვიზუალთან ერთად აღმოაჩინონ ნამდვილი იტალიური აპერიტივის კლასიკა“.
MARTINI 160-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდია, ცნობილი თავისი ოსტატობით, რაც მას უმაღლესი ხარისხის ვერმუტად აქცევს. რედიზაინის იდეაც ის იყო, რომ მისი ახალი, ელეგანტური და გამორჩეული ბოთლი, ხაზს უსვამდეს შიგთავსის ხარისხს. MARTINI-ს პორტფელში შედის ვერმუტის სხვადასხვა სახეობა: Bianco, Rosso, Fiero, Rosato და Extra Dry, ასევე, უალკოჰოლო აპერიტივო Vibrante და Floreale. საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპისთვის გვხდება: Bianco, Rosso, Rosato და Extra Dry-ს სახეობები.
„თანამედროვე აპერიტივოს გამოცდილება ბუმს განიცდის“, – აცხადებს მაჰეშ მადჰავანი, Bacardi Limited-ის აღმასრულებელი დირექტორი”.
აპერიტივოს კატეგორია თითქმის 11 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება* და ვარაუდობენ, რომ წლიურად 6%-ით გაიზრდება (IWSR CAGR 24-28). „MARTINI-ში ჩვენს ინვესტიციას ვუძღვნით ბრენდის 160+წლოვან მემკვიდრეობას და მის უდავო გავლენას თანამედროვე ბარის კულტურაზე. MARTINI შექმნილია თანამედროვე აპერიტივისთვის“, – დასძენს მაჰეშ მადჰავანი.

ახალი თანამედროვე ბოთლი
გამორჩეული და ელეგანტური დიზაინი – შთაგონებული იტალიის ქალაქ ტურინის, თაღოვანი ხეივნებით – MARTINI-ს კიდევ უფრო გამორჩეულსა და შესამჩნევს ხდის თაროებზე და, ამავდროულად, ამცირებს ბრენდის ზეგავლენას ეკოლოგიაზე. 1-ლიტრიანი MARTINI-ს ბოთლი ახლა 30 გრამით უფრო მსუბუქია (რაც წონის 5%-ს შეადგენს), რის შედეგადაც შემცირდა ყოველწლიური სათბურის გაზის ემისიები MARTINI-ს საწარმოში (ჩრდილოეთ იტალიაში). უფრო ვიწრო ბოთლის ფორმამ ასევე შესაძლებელი გახადა თითოეულ პალეტზე დამატებით 48 x 75cl ბოთლის განთავსება (8%-ით მეტი), რაც ტრანსპორტირებას უფრო ეფექტიანს ხდის. ახალი MARTINI ბოთლები მსოფლიოს ბარებსა და მაღაზიებში 2025 წლის მარტიდან გამოჩნდა და საქართველოში 2025 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად შემოვიდა.
360 საკომუნიკაციო კამპანია
MARTINI “Dare To Be“ („იყავი გამბედავი“) კამპანია ასახავს აპერიტივოს დალევის პროცესის ევოლუციას – პრედღესასწაულის მომენტიდან თავად დღესასწაულამდე. კამპანიის ფერადი და ენერგიული ვიზუალები მომხმარებლებს იწვევს, გაბედონ და გამოვიდნენ ყოველდღიურობისგან და შეხვდნენ „თავიანთ ყველაზე მხიარულ და სტილურ მეს“.
ახალი საფირმო კოქტეილი
წელს MARTINI-მ მსოფლიოს წარუდგინა ახალი საფირმო კოქტეილი MARTINI Bianco Spritz, რომელიც მარტივი, სამსაფეხურიანი რეცეპტით მზადდება.
ყინულით სავსე ჭიქაში:
- ჩაასხით 50 მლ MARTINI Bianco ვერმუტი
- დაამატეთ 75 მლ MARTINI Prosecco
- დაამატეთ 25 მლ SODA WATER
გააფორმეთ პიტნით, ლიმონითა და მარწყვის ნაჭრებით.
შედეგად, მიიღებთ უგემრიელეს სპრიცს ნაზი ვანილის ნოტებით. ახალი კოქტეილი ზემოთ მოცემული რეცეპტის მიხედვით, თავად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში, ან დააგემოვნოთ სხვადასხვა კაფე-ბარში. მიმდინარე 2 კვირის განმავლობაში, თბილისის წამყვან რესტორნებსა თუ კაფე-ბარებში (Ambrosiano, Luna Pizza, El centro, Shushabandi, Leo, Barmaglot, Barbara და სხვა) თქვენ, ასევე, დაგვდებათ Martini Spritz-ის კვირეული, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები შეძლებენ, დააგემოვნონ MARTINI-ს ახალი კოქტეილი სპეციალურ ფასად და აღმოაჩინონ თავიანთი ფავორიტი გემო.
MARTINI კვლავ რჩება აუცილებელ ინგრედიენტად კლასიკურ კოქტეილებში, მათ შორის, Americano, Negroni, Dry Martini და სხვა.
[პარტნიორის კონტენტი]












