in

მართვის აკადემიის ტრენინგი-ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია თორნიკე გურულთან ერთად

ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. ამ სფეროში ბევრი ადამიანი დასაქმდა. გაჩნდა მოთხოვნა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით განსხვავებულ ხედვებზე.

BOG
BOG

ინგეტრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და ისწავლონ პრაქტიკული ხრიკები, რომლებიც დღეს საქართველოს ბაზარზე მუშაობს.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი დაფუძნებულია კოგნიციურ მეთოდოლოგიაზე, რაც გამყარებულია პრაქტიკული გამოცდილებით. თეორიული ინფორმაცია პრაქტიკული მაგალითების ჭრილში განიხილება და ორიენტირებულია საქართველოში არსებულ მარკეტინგულ სიტუაციაზე.

ვისთვისაა კურსი

ტრენინგი განკუთვნილია მარკეტინგული კომუნიკაციის, სოციალური მედიის, ბრენდის, საზოგადოებასთან ურთიერთობის  და გაყიდვების მიმართულებით მომუშავე მენეჯერებისთვის. მათთვის ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და  აინტერესებს, თუ როგორ იქმნება საქართველოში ცალკეული მარკეტინგული კამპანიები ან როგორ მუშაობს მარკეტინგული ინსტრუმენტები.

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკული პასუხები ექნებათ შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ დავიწყოთ ახალი ბრენდის შექმნა?
  • როგორ შევუკვეთოთ და წავიკითხოთ მარკეტინგული კვლევა?
  • როგორ ვიმუშაოთ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, გეგმასა და ბიუჯეტზე?
  • როგორ მოვახდინოთ სხვადასხვა მიმართულებების ინტეგრიება მარკეტინგულ სტრატეგიაში, იქნება ეს PR, CSR თუ ნებისმიერი კომუნიკაციის შემადგენელი კომპონენტი?
  • რა გამოცდილება არსებობს საქართველოში ცალკეული მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით?
  • როგორ შევქმნათ მომხმარებლის უნიკალური გამოცდილება?
  • როგორ ვიმუშაოთ საკომუნიკაციო სააგენტოებთან და გავზარდოთ ეფექტურობა?
  • როგორ გავზომოთ მარკეტინგული კომუნიკაციების შედეგები?

ტრენინგის მონაწილეები აქტიურად იქნებიან ჩართული სწავლის პროცესში და ერთმანეთის ცოდნის გაზიარებით დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. ტრენინგი გუნდური სავარჯიშოებით არის დატვირთული. კურსის ბოლოს გათვლილია საბოლოო პროექტი, რომელიც ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას შეაჯამებს.

მონაწილეები მიიღებენ  მართვის აკადემიის შესაბამისი ტრენინგის სერტიფიკატებს.

[R]

ვ.ა.ს.ო – ვინც არ სვამს! სოციალური აქცია საგზაო შემთხვევების წინააღმდეგ

VIVA – ქართული ცივი ყავა, რომლის ბრენდინგზეც ია დარახველიძემ იმუშავა