მართვის აკადემიამ მე-6 წელია უკვე, რაც საქართველოს ბიზნეს სივრცეში მაღალი კლასის ტრენინგებით გაითქვა სახელი. დღემდე სახელმწიფო თუ კერძო სექტორის 4000-ზე მეტმა მენეჯერული რგოლის წარმომადგენელმა გაიარა სხვადასხვა ტიპის ტრენინგები.
„აკადემია არის ატმოსფერო, სადაც სიახლეების ათვისებასთან ერთად ხდები ამ გარემოს ნაწილი, ასრულებ ტრენინგს და სიხარულთან ერთად გულის წყვეტაც გეუფლება, თუმცა სწორედ ეს შეგრძნება გიმძრაფრებს უკან დაბრუნების სურვილს, მოხვიდე კვლავ სხვა ტრენინგზე,ბევრი სიახლე მოისმინო და გაითავისო“- ამბობენ მონაწილეები.
მართვის აკადემია მომავალი 2017 წლიდან თავის ერთგულ და პოტენციურ მომხმარებლებს ახალი ბრენდითა და ბევრი სიახლით მოევლინება. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ მართვის აკადემიის თავმჯდომარეს ქეთი ტყავაძეს, რომელიც გვიამბობს მოსალოდენი ცვლილებების შესახებ:
M: ქეთი, პირველ რიგში რას ნიშნავს თქვენთვის მართვის აკადემია?
მართვის აკადემია არის ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც 4000 ზე მეტი ოჯახის წევრი ჰყავს. ეს არის ორმხრივი ინტერაქტიული კომუნიკაციის პროცესი. ერთი მხრივ, ჩვენი მხრიდან ხდება ქართულ რეალობაზე მორგებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის თავმოყრა და შემდგომ მონაწილეებისთვის იმ ტექნიკების გაზიარება,რაც მათ დაეხმარებათ კონკრეტული წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში. მეორეს მხრივ კი მათ მიერ მოყოლილი ქეისები, ამა თუ იმ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილებები და ზოგადად მათი გამოცდილება ხდება თითოეული ჩვენი ტრენინგის განვითარების მიმართულების მიმცემი. ეს არის საინტერესო პროცესი და მუდმივი პროგრესის გზა.
M: რა სიახლეებს გეგმავს მართვის აკადემია?
მართვის აკადემია 6 წელია არსებობს ბაზარზე. ვფიქრობთ დადგა სიახლეების დრო, ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ლოგო, ფერი, ვებგვერდის დიზაინი, გაგვეკეთბინა რებრენდინგი, რაც მომავალში ვიზუალური ცვლილების გარდა ბევრი ახალი ტრენინგის, პროდუქტისა თუ პლატფორმის დამატებასაც გულისხმობს. ჩვენი ახალი ლოგოს ნახვა უკვე შესაძლებელია, დანარჩენ სიახლეებს კი ეტაპობრივად მივაწვდით ჩვენს გულშემატკივრებს.

M: რას ნიშნავს თქვენი ახალი ლოგო, ერთად თავმოყრილი წრეები?
მართვის აკადემია მუდმივი სიახლეების ეპიცენტრია. ჩვენი ყველა ტრენერი განსხავებულია, როგორც საკუთარი პროფილებით, აგრეთვე ტრენინგებითაც. განსხვავებულები არიან ჩვენი მონაწილეებიც. მართვის აკადემიის ახალი ლოგოც თემატურად ეხმიანება ამდენი საინტერესო ადამინის ურთიერთობებსა და გამოცდილებებს. ერთმანეთში მოძრავი წრეები კი სწორედ ამ პროცესის გამოხატვაა.
M: როდის შეძლებს მომხამრებელი მართვის აკადემიის ვებ გვერდის საბოლოო ვერსიის ნახვა?
ჩვენთან მოსვლამდე საკონტაქტო არხი, ჩვენსა და მომხმარებელს შორის არის ინტერნეტ სივრცე-მართვის აკადემიის ვებ გვერდი,სადაც განთავსებულია ინფორმაციები ჩვენ კომპანიაში არსებული ტრენერებისა და ტრენინგების შესახებ.
2017 წლის თებერვლის ბოლოს ჩვენს მომხმარებელს შეეძლება მართვის აკადემიის ახალი ვებ გვერდის სრულად ნახვა და მისი სრულფასოვნად გამოყენებაც, მანამდე კი შეუძლიათ ისარგებლონ არსებული ვერსიით.













