Martini-ს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც სააგენტო BBDO-მ შექმნა, საოცარი, თავბდრუდამხვევი ზაფხულის არაჩვეულებრივი მაგალითია, სწორედ ისეთის, როგორსაც ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა. იტალიის სახასიათო ქუჩები, ლამაზი წითელი კაბა, ყინულის გამაგრილებელი ნატეხის ხმაური, ალკოჰოლური გემრიელი სასმელი, მეგობრები, გარშემომყოფთა სახეზე ღიმილი, კარგი მუსიკა და ერთი სიტყვით, დიდი მხიარულება. ზუსტად, ასეთ დაუვიწყარ ზაფხულს სთავაზობს ბრენდი მომხმარებელს, თავის პროდუქტთან და მის ახალ არომატებთან ერთად. მანამ, სანამ თავად განიცდით მსგავს სასიამოვნო ზაფხულს Paolo Conte-ს ჰიტის Via Con Me-ს თანხლებით შექმნილი ვიდეორგოლი კარგი განწყობის შექმნაზე იზრუნებს.
https://www.youtube.com/watch?v=Pa0C75NTbCo














