მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს წარმატებული ბიზნესის წარმოების დიდი პოტენციალი თუმცა, ამასთან ბევრი დაბრკოლებაც ედგას წინ. მაგალითად, შესაძლოა ვიღაცას არაჩვეულებრივი მუსიკალური ინსტრუმენტები ჰქონდეს, სადღაც სხვაგან კი თეატრში ორკესტრი მუსიკას საკრავების გარეშე ასრულებს. ან კიდევ უცნობი მოქანდაკე შეიძლება საოცარ ფიგურებს ქმნიდეს, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო ვერ ახერხებდეს მათ გაყიდვას და საზოგადოებისთვის გაცნობას. ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ასეთი დიდი შესაძლებლობები უგზოუკვლოდ იკარგება. სწორედ ამ პრობლემით გულდამწვარმა Alibaba–მ გადაწყვიტა თავისი სერვისები კიდევ უფრო გაემრავალფეროვნებინა და გაემარტივებინა, ისე, რომ ნებისმიერი ადამინისთვის ხელმისაწვდომი, მარტივად მოსახმარი გამხდარიყო.
https://vimeo.com/205807503












