22
Jul
2019

24 ივლისს, ჯგუფი „მარტივი გამოსავალი“ (გამოუვალი მდგომარეობა) მთაწმინდის პარკში

22 Jul 2019

24 ივლისს „მთაწმინდის პარკი“ 81 წლის ხდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კლუბ „ანდერვილის“ ტერასაზე, ჯგუფ „მარტივი გამოსავალის“ კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და პარკი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.

„კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. 21:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში, აინთება ატრაქციონ „გიგანტური ბორბალის“ ახალი განათებები, რომელიც, ყოველ ღამით, დედაქალაქს სხვასხვა ფერით დაამშვენებს.  „მთაწმინდის პარკი“, დაბადების დღეზე, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო ზონის ატრაქციონებსა და ამერიკულ მთებზე 50%-იან ფასდაკლებასაც გთავაზობთ. მთავარ მოედანზე, პატარებისთვის, კლოუნადა მოეწყობა. აქვე იქნებიან ანიმატორები და ზღაპრების გმირებიც. ერთად აღვნიშნოთ „მთაწმინდის პარკის“ დაბადების დღე საზეიმო და სადღესასწაულო გარემოში“.

[R]

განხილვა