in

რატომ განიცდიან სამსახურში მარტოობას?

რამდენადაც ტექნოლოგიები სამსახურების განუყოფელ ნაწილად იქცევა, Zoom-ის შეხვედრებით დაწყებული, AI სისტემების დანერგვით დასრულებული, მარტოობის განცდაც იმატებს. ამას Gallup-ის უახლესი კვლევაც ადასტურებს — გასული წლის განმავლობაში დასაქმებულთა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისას, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყოველი მეხუთე მარტოობას განიცდის სამსახურში.

„ამ ყველაფრის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან მარტოობა ერთგვარ დაავადებას ჰგავს. შესაძლოა, მარტოობის პანდემიის შუაგულში ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან მიღწევებს განვიცდით ადამიანური პროგრესისა და პროდუქტიულობის მხრივ“, — აღნიშნავს ჰეზერ ბარეტი, Gallup’s Workplace Practice-ის ხელმძღვანელი.

ბარეტმა ეს მზარდი მარტოობა ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშირა: „ცოტა ირონიულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს: მაშინ, როცა ტექნოლოგია უფრო ცნობიერი და კონტაქტური ხდება, ადამიანების მარტოსულობა იმატებს“.

რა თქმა უნდა, ყველგან ერთნაირი სიტუაცია არაა. მაგალითად, დისტანციური სამსახურის მქონე ადამიანები მეტად განიცდიან იზოლაციას. ამას არაერთი სხვა კვლევაც ადასტურებს — მათ შორისაა 2022 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელშიც გამოკითხულთა 72% დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაოს გამო საშინელ მარტოობას განიცდიდა.

„შრომას შეუძლია, სასარგებლო როლი შეასრულოს მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლაში… უბრალოდ, სწორად და დროულად უნდა აღმოვფხვრათ არსებული პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა, დისტანციურად ვიმუშავებთ თუ ოფისში ვივლით, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი გამოსავალი“, — განმარტავს ბარეტი.

#AItool – ციფრული ხელსაწყო TinEye, რომელიც გამოსახულების იდენტიფიცირებაში გეხმარებათ

YouTube-ზე რეკლამები ძირითადი ვიდეოს ნაწილი გახდება