ცოტა არ იყოს, სადავოა ის საკითხი, ვინ უფრო მარტოსულია Coldwell Banker–ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, ახალგაზდა მამაკაცი, რომელმაც მეუღლე დაკარგა, თუ ქუჩაში უსიყვარულოდ დარჩენილი პატარა მოწყენილი ლეკვი? ბრენდი, რომელიც მომხმარებელს უძრავი ქონების შეძენასა და გაყიდვას სთავაზობს, ბოლო დროს აქტიურად ზრუნავს უსახლკარო ცხოველებისთვის მოსიყვარულე ოჯახების პოვნაზე. სწორედ ამიტომ შექმნა საოცრად ემოციური რგოლი, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ იმ დროს, როდესაც შემდეგში ქუჩაში ცხოველების თავშესაფარს, ან თუნდაც უსახლკარო საყვარელ ლეკვს გულგრილად ჩაუვლით.
ეს ბრენდის პირველი რგოლი არ არის. Coldwell Banker–მა ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნა პირველი, ასევე ძალიან ემოციური ვიდეორგოლი, სახლში უყურადღებოდ დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებზე, რომლებსაც არაფერი ახარებთ ისე, როგორც გვიან დაბრუნებული პატრონები. ეს რგოლი ოსკარის ცერემონიის სარეკლამო ჭრილში მოხვდა და მაყურებლის საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.