in

მეცნიერებმა „მარცვალი-რობოტი“ ნიადაგის შესასწავლად შექმნეს

თქვენთვის ბევრნაირ რობოტზე მოგვიყოლია, თუმცა ბოლო დროს ისინი ადამიანების შესაძლებლობებთან დაახლოებას კი არ ცდილობენ, არამედ მიწის ქვეშ ჩადიან და ხან მუხლუხო-რობოტებს, ხანაც კი მარცვალ-რობოტებს წარმოგვიდგენენ… მოკლედ რომ გითხრათ, იტალიელმა მკვლევრებმა 4D ბეჭდვის ტექნიკით ბიოდეგრადირებადი ე. წ. რბილი რობოტი შექმნეს, რომელიც მარცვლის მსგავსია და ფორმას ტენიანობის მიხედვით იცვლის. მას ნიადაგში ნავიგაციაც კი შეუძლია და დიახ, ეს გარემოს მონიტორინგის კარგ გზას გვთავაზობს. 

რაც შეეხება 4D ბეჭდვას, ეს პროცესი 3D ბეჭდვის ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს, რათა შექმნას ობიექტები, რომლებსაც ფორმისა თუ მახასიათებლების შეცვლა შეუძლია. ცვლილება გარემო ფაქტორების საპასუხოდ ხდება, იქნება ეს სინათლე თუ ტემპერატურა. ამჯერად კი იგი ნიადაგის ანალიზისთვის შეიქმნა. ინსპირაცია სამხრეთ აფრიკული გერანიუმის თესლის სტრუქტურაში იპოვეს, რომელიც სწორედ ტენიანობის საპასუხოდ იცვლის ფორმას… 

ჩვენი კვლევები ბუნების შესწავლით დაიწყო, იმ მიზნით, რომ მიგვებაძა ცოცხალი არსებების სტრატეგიებისთვის ან მათი სტრუქტურებისთვის და ისინი რობოტების ტექნოლოგიებში გამოგვეყენებინა, — აცხადებს ბარბარა მაზოლაი, კვლევის თანაავტორი. 

ამისთვის მათ 3D ბეჭდვასთან ერთად ელექტროსპინინგის ტექნიკაც გამოიყენეს, რაც ელექტრული ძალით ბოჭკოების წარმოების მეთოდს გვთავაზობს… ტესტირების დროს ე. წ. რბილი რობოტი საკმაოდ წარმატებული იყო, მან ნიადაგი შეისწავლა და ფორმაც მას შეუსაბამა. იგი ენერგოეფექტურობითან გამოირჩეოდა… მეცნიერები კი იმედოვნებენ, რომ მოწყობილობას დაბალი ღირებულება, მარტივი დიზაინი და მეტი მონაცემის შეგროვების შესაძლებლობა ექნება.

ეს ბიოდეგრადირებადი, ენერგოეფექტური რობოტები ნიადაგის კვლევისა და მონიტორინგისთვის უკაბელო, დამუხტვის საჭიროების არმქონე მოწყობილობების მსგავსად გამოიყენება. ბიოინსპირირებულმა მიდგომამ საშუალება მოგვცა, შეგვექმნა ბიუჯეტური ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია ადგილობრივი მონაცემების შესაგროვებლად გამოვიყენოთ, განსაკუთრებით შორეულ რეგიონებში, სადაც მონაცემებზე დაკვირვების საშუალება არ გვაქვს, — აცხადებს ლუკა ჩექინი, კვლევის თანაავტორი. 

McDonald’s-მა შექმნა საჭმლის ყუთი, რომელიც მაგიდად იქცევა

იდეა, შესაძლებლობის აღმოჩენა, მოქმედება და რეალური საქმე!