in

თუ კრეატიული ქოფირაითინგითა და კონტენტის მართვით ხარ დაინტერესებული . . .

6 დეკემბრიდან, „განვითარების აკადემიის“ კრეატივის სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის შემსწავლელი კურსი – „კრეატიული ქოფირაითინგი და კონტენტის მართვა“ იწყება.

bog
bog-mob

ხშირად გვესმის, რომ ქოფირაითინგი და კონტენტის მენეჯმენტი მომავლის პროფესიაა, თუმცა სინამდვილეში იგი უკვე აქ არის, ჩვენ შორის. იგი დღევანდელი პროფესიაა, რომელიც ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. შესაბამისად, ქოფირაითერებზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე ძალიან მაღალია და ეს ტენდენცია არა თუ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ქოფირაითერის პროფესიის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე მის უნივერსალურობაში მდგომარეობს და იგი თანაბრად გამოსადეგია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გარდა ამისა, ეს არის პროფესია, რომლის ფარგლებშიც იქმნება ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ყველასთვის ადვილად შესამჩნევია და ბრენდის განვითარება, ხმაურის გამოწვევა და კამპანიის ე.წ. გავაირალება მასზე არის დამოკიდებული.

მხატვრულად წერას კრეატიული აზროვნება სჭირდება. არსებობს კონკრეტული ტექნიკები და საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც კრეატიულად აზროვნებასა და მათ ქოფის სახით გადმოცემის უნარებს აუმჯობესებს.

აღნიშნული კურსი, პირველ რიგში, არა შაბლონური ტექსტების წერას, არამედ კრეატიული აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. მისი მიზანია, რომ თითოეულმა მსმენელმა აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხელოვნებად ქცევა შეძლოს.

სხვა კურსებისგან განსხვავებით, რომელთა ხანგრძლივობაც ორჯერ ნაკლებია, განვითარების აკადემიის კურსი 16 შეხვედრისგან შედგება, რაც სრულიად საკმარისი დროა იმისთვის, რომ მსმენელებმა არა მხოლოდ საბაზისო და ზედაპირული, არამედ სიღრმისეული ცოდნა მიიღონ.

კურსი ითვალისწინებს აქტიურ პრაქტიკულ სამუშაოებს რეალურ ქეისებზე, რაც თითოეულ მსმენელს პორტფოლიოს შედგენის შესაძლებლობას მისცემს.

სწავლის ბოლოს სტუდენტები იმუშავებენ რეალურ კამპანიაზე, რომელიც იმ დროს რელევანტური იქნება.

ლექციების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას ედვერთაიზინგის (ქოფი + კონტენტი) პრინციპების შესახებ, ასევე გაეცნობიან მრავალფეროვან რეალურ მაგალითებს ქართული და უცხოური მარკეტინგიდან.

კურსს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო Redberry-ს უფროსი ქოფირაითერი ნიკა კაკაბაძე გაუძღვება, რომელსაც წამყვან ბრენდებთან და ძალიან ცნობილ კამპანიებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იგი მზად არის, რომ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება აკადემიის მსმენელებს გაუზიაროს.

მაქსიმალური ეფექტიანობისთვის ლექციები აუდიტორიაში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

დეტალური ინფორმაციის გაცნობა და რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

 

მკვლევრებმა, ძვალზე დასამაგრებლად, ულტრა თხელი კომპიუტერი შექმნეს

Facebook რეკლამის განთავსების კონტროლისთვის ახალ მახასიათებლებს ნერგავს