მართვის მოწმობის ჩამორთმევა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით მოხდეს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მარტივი გამოსავალი უახლოესი ადამიანების თანხლებით მგზავრობაა. გაგიმართლათ, თუ მეგობრებს სცალიათ თქვენთვის, თუ არა – შეიკარით ღვედები, თქვენს ნერვებს წინ სერიოზული გამოცდა ელის.
დედა, შესაძლოა, თქვენი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მართვის მოწმობის ჩამორთმევას კარგა ხანს განანებთ. მასთან ერთად მგზავრობისას მუსიკას თქვენი გემოვნებით ვერ ჩართავთ, სამაგიეროდ, მანქანაში მომაბეზრებელ საუბარს მოისმენთ, გამჭოლ მზერასაც დაიმსახურებთ და შესაძლოა, შეყვარებულთან უხერხული სიტუაციაც შეგექმნათ. რა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ დაფიქრდეთ, ღირს კი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამად?!
Time with mum ვიდეორგოლების სერიით, სოციალური აქცია სამხრეთ ავსტრალიიის საგზაო უსაფრთხოების სამსახურმა წამოიწყო. კამპანია ასე ირონიულად გაფრთხილებთ მოსალოდნელი დისკომფორტის შესახებ.
ვიდეორგოლებზე სააგენტო 303 MullenLowe-მა იმუშავა.












