მართალია, ადამიანი ობობა სუპერგმირია და გადაადგილების პრობლემას ნამდვილად არ უჩივის, პირიქით, თავისი შესაძლებლობებით თითქმის დაფრინავს და დამღლელი საცობები საერთოდ არ აწუხებს, მაგრამ მაინც, როგორც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს, პიტერ პარკერს ავტომობილი და მართვის მოწმობა მაინც სჭირდება. Audi-სთვის ტრილოგიის ახალი ნაწილის SPIDER-MAN: HOMECOMING გამოსვლა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აღმოჩნდა თავისი A8-ს პრეზენტაციისთვის. სწორედ ფილმის მთავარი გმირი, 15 წლის პიტერ პარკერი გახდა ის ახალბედა მძღოლი, რომელიც ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის სარეკლამო ვიდეორგოლში, მართვის მოწმობის გამოცდას Audi A8-ზე აბარებს. როგორც ყოველთვის მხიარული და აქტიური პიტერი, თანამედროვე და მრავალფუნქციონალური ავტომობილის საშუალებით გამოცდის საკითხებს მარტივად ართმევს თავს და თან პარალელურად, ბანკის მძარცველების დაჭერასაც ახერხებს.
https://www.youtube.com/watch?v=GIXyL9vlYo4